ია­შარ უსუ­ფო­ვი: "ახ­ლა უკ­ვე გა­მო­ძი­ე­ბით დამ­ტკიც­დე­ბა, რომ პრე­მი­ე­რიც მოკ­ლეს და ჩე­მი ბი­ჭიც"

ია­შარ უსუ­ფო­ვი: "ახ­ლა უკ­ვე გა­მო­ძი­ე­ბით დამ­ტკიც­დე­ბა, რომ პრე­მი­ე­რიც მოკ­ლეს და ჩე­მი ბი­ჭიც"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის­თა­ნა­ვე ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი საქ­მე, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბაც და­იწყო, პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გახ­ლდათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ საქ­მის ძი­ე­ბა თით­ქოს და­ას­რუ­ლა და გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იმ­ჟა­მად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ვერ­სი­ა, რომ პრე­მი­ე­რი ზუ­რაბ ჟვა­ნია და ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე რა­ულ უსუ­ფო­ვი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ, უტყ­უ­არ ფაქ­ტად გა­მო­აცხ­ა­და. თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად საქ­მე არ და­ხუ­რუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გაგ­რძელ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­და, რომ მოკ­ლე დრო­ში მო­ხერ­ხდე­ბო­და სი­მარ­თლის დად­გე­ნა, თუმ­ცა ასე არ მოხ­და. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და, ამის მი­ზე­ზი კი საქ­მის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა და ექ­სპერ­ტი­ზის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი იყო. ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ ადას­ტუ­რებ­და, მათ შო­რის არც გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ით­ქვა, რომ თით­ქოს გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და, მი­სი შე­დე­გე­ბი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ბო­ლო ხანს პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, პრე­მი­ე­რი ზუ­რაბ ჟვა­ნია შავ­ნა­ბა­დას რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენტ სა­აკ­აშვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლეს. ამა­ვე ვერ­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა ის, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლად საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მოცხ­ად­დე­ბა, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა მი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს გა­ჭირ­დე­ბა.

რო­გორც უკ­ვე ვთქვით, ვი­საც ხე­ლი მი­უწ­ვდე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­სა­ლებ­ზე, გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, ჩვენ სწო­რედ მათ და­ვუ­კავ­შირ­დით და შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვი­ა, რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა.

გი­ორ­გი ჟვა­ნი­ა, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმა:

- გა­მო­ძი­ე­ბამ ბო­ლო ხანს წინ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წა­ი­წი­ა, მაგ­რამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. სა­ი­დან ვრცელ­დე­ბა ეს ხმე­ბი, არ ვი­ცი. თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, ვფიქ­რობ, დი­დი დრო აღარ დარ­ჩა საქ­მის გახ­სნამ­დე, წლის ბო­ლომ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­ვე ეცო­დი­ნე­ბა საქ­მის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

- თქვენ მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ვა­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად ემ­თხვე­ვა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ციას იმის შე­სა­ხებ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მეს გახ­სნი­ლად მხო­ლოდ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­მე­დეგ გა­მო­აცხ­ა­დებს, ანუ მას მე­რე, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­უწყ­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რად­გან საქ­მე­ში მი­სი ბრა­ლე­უ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა...

- არ ვი­ცი, ვინც ამა­ზე ლა­პა­რა­კობს, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. მე ნამ­დვი­ლად ვარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვარ საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე, რო­მელ­შიც ნამ­დვი­ლად არის ბევ­რი ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა. კი­დევ ბევ­რი რამ არის შე­სას­წავ­ლი, რა­საც დრო სჭირ­დე­ბა.

- აქამ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა შე­ფერ­ხდა იმ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბის გა­მო, რო­მე­ლიც საქ­მე­ში იყო...

- მინ­და, და­ბე­ჯი­თე­ბით გითხ­რათ, რომ არც ერთ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა. მას მე­რე, რაც შე­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დინა­რე­ობს.

- ფიქ­რობთ, რომ ამ საქ­მე­ში პრე­ზი­დენ­ტის ბარ­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა?

- და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ საქ­მეს ხელს აფა­რებ­და და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ სი­მარ­თლე არ დად­გე­ნი­ლი­ყო, რა­ტომ და რის­თვის, ამას უკ­ვე ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­იტყ­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ია­შარ უსუ­ფო­ვი, რა­ულ უსუ­ფო­ვის მა­მა:

- აქამ­დეც ყვე­ლას­თვის ცხა­დი იყო, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე გა­მო­ძი­ე­ბით დამ­ტკიც­დე­ბა, რომ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრიც მოკ­ლეს და ჩე­მი ბი­ჭიც. ამ მკვლე­ლო­ბებ­ში უშუ­ა­ლ­ოდ მო­ნა­წი­ლეობ­დნენ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, თუმ­ცა ახ­ლა გვარ­-სა­ხე­ლებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. რაც მოხ­და, იმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჟვა­ნიას დაც­ვის წევ­რებიც, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, თუმ­ცა გა­ა­ჩუ­მეს. დაც­ვის წევ­რე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მა­თი მო­ვა­ლე­ო­ბა პრე­მი­ე­რის დაც­ვა იყო, რო­გორ და­იც­ვეს, ყვე­ლამ ნა­ხა. სა­ა­კაშ­ვი­ლი არის თუ არა დამ­ნა­შა­ვე, ამას გა­მო­ძი­ე­ბა იტყ­ვის, მაგ­რამ ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­შე პრე­მი­ე­რის მკვლე­ლო­ბა არ მოხ­დე­ბო­და. ამ საქ­მის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვი­ცი, მაგ­რამ ამის მეტს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. მე­ში­ნი­ა, გა­მო­ძი­ე­ბას არ შე­ვუ­შა­ლო ხე­ლი.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ