რატომ დაშორდნენ ბუტა რობაქიძის მშობლები

რატომ დაშორდნენ ბუტა რობაქიძის მშობლები

ცხრა წელი გავიდა ბუტა რობაქიძის სიკვდილიდან. ოჯახის წევრები და მეგობრები დღემდე ცდილობენ სიმართლის დამტკიცებას. ბუტას დედა ია მეტრეველს სჯეროდა, რომ ყველაფერი ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე მალევე შეიცვლებოდა. მართალია, ასე არ მოხდა, მაგრამ იმედს არ კარგავს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს მოუთმენლად ელოდება.

როგორ შეერქვა ამირან რობაქიძეს ბუტა

- სამი და თბილისურ, კარგ ოჯახში გავიზარდეთ. ძალიან კარგი მამა გვყავდა, გარი მეტრეველი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება იყო. მწერალი და ჟურნალისტი გახლდათ. "ნიანგის" რედაქციაში მუშაობდა. მამა, ნოდარ დუმბაძე, კარიკატურისტი გიგლა ფირცხალავა, მხატვარი მალაზონია და ზაურ ბოლქვაძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათი შექმნილი იყო ჟურნალი "ნიანგი", რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. ფოტოზე მამა "ნიანგელებთან" ერთადაა.

ძალიან ლამაზი ბავშვობა გვქონდა. ჩვენი ოჯახი სალონივით იყო, სადაც იმდროინდელი ყველასთვის სამაგალითო ადამიანები იკრიბებოდნენ. მწერლები, პოეტები, მხატვრ­ები, მურმან ლებანიძე, გიორგი დანელია. მათი საუბრის მოსმენას არაფერი სჯობდა. რაც მთავარია, ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც სიკეთეს გვასწავლიდნენ. დედა, მერი ქავთარაძე, საბედნიეროდ, ახლაც ცოცხალი გვყავს. დედა თბილისში სილამაზით ცნობილი ქალი იყო, ლამაზი და ჭკვიანი. რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. ლანა ღოღობერიძემ გადაიღო ფილმში "თბილისი 1500 წლისაა", მონაწილეობდა ფილმში "გზაჯვარედინი". ოჯახის პრინციპი იყო, მხოლოდ ჩვენი ოჯახით არ გვეცხოვრა. ჩვენ გარშემო თუ ვინმეს რამე სჭირდებოდა, მათ გვერდით ვიდექით. დღესაც ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას. ასე ვზრდიდით ბუტასაც.

ინგლისური ენის სპეციალის­ტი ვარ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვმუშაობდი. პატარა რომ ვიყავი, მეთოდცენტში ვმუშაობდი. ბოლო 12 წლის განმავლობაში ბავშვთა სოფელში ვმუშაობდი. ეს ორგანიზაცია დღესაც არსებობს. დიდი ბავშვთა სახლები დაიკეტა და მცირე საოჯახო ტიპის სახლები აშენდა. ამ ორგანიზაციის პრინციპი ისაა, რომ ბავშვი ოჯახში უნდა გაიზარდოს. თორმეტი ოჯახი გვქონდა, სადაც მიუსაფარი, უდედმამო ან გაჭირვებული ბავშვები იზრდებოდნენ. ამ ორგანიზაციაში წლების განმავლობაში დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი. წელს გადავედი სხვა სამსახურში. ახლაც ბავშვებზე ვზრუნავ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორგანიზაციის წყალობით ვარ ცოცხალი. დირექტორმა არ მომცა უფლება, სამსახურიდან წამოვსულიყავი. ყველანაირად მიწყობდა ხელს. ძალიან თბილ გარემოში ვიყავი. ბავშვებისგან დიდ სითბოს ვგრძნობდი.

- სურათი, როგორც ვხვდები, ბავშვთა სოფელშია გადაღებული.

- ფოტო იმ დღესაა გადაღებული, როდესაც ბა­ვშვები ახალგაზრდულ სახლში გადადიოდნენ. 15 წლიდან ისინი ახალგაზრდულ სახლში გადაგვყავდა. გვერდით მიდგას გოგონა, რომელიც ჩემი ნათლულია. ის გოგონა მე აღმოვაჩინე. ფაქტობრივად, იღუპებოდა. დედა ლოთი ჰყავდა და გარდაეცვალა. გოგონა ბავშვთა სოფელში მოვათავსეთ და გადარჩა. შემდეგ მოღვაწეობა გავაგრძელე "ქომაგში". მძიმე პერიოდში მოვახერხეთ და რამდენიმე პოლიტიკურად რე­­პრესირებულ ადამიანს დავეხმარეთ.

- მეუღლე როდის გაიცანით?

- 20 წლის გავთხოვდი. ეს ქო­რწინება ჩვენთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. ბუტა 2 წლის იყო, როდესაც სოსო რობაქიძეს ოფიციალურად გავცილდი. მომდევნო ფოტოზე ბუტა 2 წლისაა. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ შევრიგდით, მაგრამ საბოლოდ მაინც დავშორდით. თხუთმეტი წელია, გაცილებულები ვართ.

- როდესაც ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალი ჩნდება და ყველა საინფორმაციო საშუალება აშუქებს, არ იგრძნობა, რომ ცოლ-ქმარი არ ხართ.

- ეს ჟურნალისტების დამსახურებაა. ცალ-ცალკე ჩაგ­ვწერენ ხოლმე და ეთერში სიუჟეტი რომ გადის, ვერავინ მიხვდება, რომ დაშორებულები ვართ. თუმცა ნამდვილად არ ვართ ერთად.

- თითქოს ამ ტრაგედიამ გაგაერთიანათ.

- მთავარი მაკავშირებელი აღარ გვყავდა. ბუტას შემდეგ ჩვენ შორის არანაირი კავშირი აღარაა.

- მას აქვს მეორე ოჯ­ახი?

- არა. ბუტა მისთვისაც ერთადერთი შვილი იყო. ჩვენ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ და აღარ გვაქვს საერთო. ახლა მით უფრო არაფერი საერთო არ გვაკავშირებს სასაფლაოს მეტი. არ გვქონდა გამართლებული და წარმატებული ქორწინება. ბუტა ჩემთან და დედაჩემთან იზრდებოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია