"ფილ­ტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტი 25%-ით, უფილ­ტრო კი - 38%-ით გაძ­ვირ­დე­ბა"

"ფილ­ტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტი 25%-ით, უფილ­ტრო კი - 38%-ით გაძ­ვირ­დე­ბა"

სა­ვა­რა­უ­დოდ, სექ­ტემ­ბრი­დან მწე­ვე­ლებს სი­გა­რეტ­ში უფ­რო მე­ტის გა­დახ­და მო­უ­წევთ, ვიდ­რე ახ­ლა იხ­დი­ან. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ფილ­ტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტის აქ­ცი­ზის ფა­სი 15 თეთ­რით, უფილ­ტრო­სი კი - 5 თეთ­რით გა­იზ­რდე­ბა. სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა მო­ი­წო­ნა და უკ­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წა­რუდ­გი­ნა და­სამ­ტკი­ცებ­ლად. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, აქ­ცი­ზის ფა­სის ზრდას ავ­ტო­მა­ტუ­რად მოჰ­ყვე­ბა სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბაც. არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს და იმე­დოვ­ნებს, რომ სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბით მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ გაძ­ვი­რე­ბა სტა­ჟი­ან მწე­ვე­ლებს ნამ­დვი­ლად ვერ შე­ა­ში­ნებ­ს. ამ თვალ­საზ­რი­სის მომ­ხრეა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ვა­ჟა ბე­რი­ძეც:

- ბა­ტო­ნო ვა­ჟა, რო­გორ ფიქ­რობთ, მარ­თლა მო­ი­მა­ტებს სი­გა­რე­ტის ფა­სი?

- რო­გორც ვი­ცით, ფილ­ტრი­ან სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი 15 თეთ­რით იზ­რდე­ბა, ხო­ლო უფილ­ტრო­ზე - 5 თეთ­რით. სამ­წუ­ხა­როდ, ეს გაზ­რდის სი­გა­რე­ტის ფასს და კი­დევ უფ­რო მე­ტად და­ა­ზა­რა­ლებს მწე­ველ­თა ჯი­ბე­ებ­საც. ჩე­მი ან­გა­რი­შით, ფილ­ტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 25 პრო­ცენ­ტით გაძ­ვირ­დე­ბა, ხო­ლო უფილ­ტრო - 35-38 პრო­ცენ­ტით და ეს მოხ­დე­ბა აქ­ცი­ზის ზრდის შე­სა­ბა­მი­სად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის, ეს უბ­რა­ლოდ, მავ­ნე ჩვე­ვა­ა, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რი მწე­ვე­ლი­სათ­ვის სი­გა­რე­ტის დათ­მო­ბა, ცო­ტა არ იყოს, რთუ­ლი­ა. მე თვი­თონ 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­წე­ო­დი, ძლივს გა­და­ვეჩ­ვიე და კარ­გად ვი­ცი, ეს რას ნიშ­ნავს. ვფიქ­რობ, გო­ნივ­რუ­ლად და­გეგ­მი­ლი ქმე­დე­ბე­ბით, ნი­კო­ტი­ნის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე ხაზ­გას­მით უნ­და გახ­დეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არამ­წე­ვე­ლი და არა ამ­გვა­რი მკვეთ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით. მავ­ნე ჩვე­ვას­თან მსგავ­სი მე­თო­დე­ბით ბრძო­ლა მი­სა­ღე­ბი არ არის, მით უმე­ტეს, რომ ეს ფი­ნან­სუ­რად და­ა­ზი­ა­ნებს ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, ბევრ ოჯახს.

- თუმ­ცა აქ­ცი­ზის ფასი გაზ­რდა ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სა­ვალს ნამ­დვი­ლად გაზ­რდის.

- სა­ერ­თოდ, აქ­ცი­ზი ისე­თი გა­და­სა­ხა­დი­ა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს უფ­რო მე­ტი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი მო­ი­ზი­დოს, რა­თა შემ­დეგ ეს თან­ხა მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. ალ­ბათ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი ისე­დაც მა­ღა­ლი იყო და მი­სი გაზ­რდა გა­მარ­თლე­ბუ­ლად არ მი­მაჩ­ნი­ა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, გა­მარ­თლდე­ბა ვა­რა­უ­დი, რომ გაძ­ვი­რე­ბის შე­დე­გად მწე­ველ­თა ნა­წი­ლი და­ა­ნე­ბებს თავს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას?

- გა­მოც­დი­ლე­ბა ცხად­ყოფს, რომ ამ­გვა­რი მე­თო­დე­ბით მო­წე­ვას­თან ბრძო­ლა უშე­დე­გო­ა, გა­ცი­ლე­ბით შე­დე­გი­ა­ნია ან­ტი­რეკ­ლა­მა. ზო­გი­ერ­თი მწე­ვე­ლის ფსი­ქი­კა­ზე ის წარ­წე­რე­ბიც მოქ­მე­დებს, რომ­ლე­ბიც გვაფ­რთხი­ლებს, რომ მო­წე­ვა კლავს, იწ­ვევს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს და მავ­ნე­ბე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. მსგავ­სი მე­თო­დე­ბი უფ­რო ეფექ­ტუ­რია ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა­ში, ვიდ­რე აქ­ცი­ზის მო­მა­ტე­ბა, რად­გან ადა­მი­ანს თუ ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არა აქვს მო­წე­ვის მავ­ნებ­ლო­ბა, ორ­მაგ თან­ხას გა­და­იხ­დის და მა­ინც შე­ი­ძენს. ასე რომ, აქ­ტი­ურ მწე­ვე­ლებს ფა­სის მო­მა­ტე­ბა ვერ და­აბ­რკო­ლებს. პი­რი­ქით, ეს უფ­რო და­ძა­ბავს სო­ცი­ა­ლურ ფონს და ხალხს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნაწყ­ობს. რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აძ­ვი­რებს ისეთ ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნელს, რო­გო­რიც სი­გა­რე­ტი ან ალ­კო­ჰო­ლი­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ყო­ველ­თვის იზ­რდე­ბა. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია მშრა­ლი კა­ნო­ნი ფი­ნეთ­ში, რუ­სეთ­შიც პე­რი­ო­დუ­ლად იკ­რძა­ლე­ბო­და ალ­კო­ჰო­ლი და ეს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პრო­ტესტს იწ­ვევ­და. თუნ­დაც ამ ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აქ­ცი­ზის მო­მა­ტე­ბა ეფექ­ტურ ღო­ნის­ძი­ე­ბად არ უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ.

- ერ­თი შე­ხედ­ვით, სუ­ლაც არ არის ური­გო იდე­ა, რომ მავ­ნე პრო­დუქ­ცი­ის ხარ­ჯზე ბი­უ­ჯე­ტიც შე­ივ­სოს და მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც მოგ­ვარ­დეს.

- მო­დით, დავ­ფიქ­რდეთ: თუ მთავ­რო­ბა სი­გა­რე­ტის, ალ­კო­ჰო­ლი­სა და სხვა მავ­ნე პრო­დუქ­ტის და­ბეგ­ვრის ხარ­ჯზე ცდი­ლობს სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, შე­იძ­ლე­ბა სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გი მი­ი­ღოს. პრე­მი­ერ­მა ერ­თხელ თქვა - მე ბუ­ნე­ბით სო­ცი­ა­ლის­ტი ვა­რო. თუ ასე­ა, მა­შინ ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ სულ სხვა ნა­ბი­ჯე­ბის ხარ­ჯზე უნ­და შეძ­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ეს არის გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეძ­ლე­ბუ­ლი ფე­ნის­თვის. ეს უფ­რო სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და - ბი­უ­ჯე­ტი შეძ­ლე­ბუ­ლი ფე­ნის ხარ­ჯზე შე­ივ­სე­ბო­და. უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბალ ფე­ნებ­ში სი­გა­რე­ტის მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დი­ა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა საგ­რძნობ­ლად და­ამ­ძი­მებს მათ მდგო­მა­რე­ო­ბას, რის გა­მოც სა­ხელ­მწი­ფოს კი­დევ უფ­რო მე­ტი დახ­მა­რე­ბი­სა და შემ­წე­ო­ბის გა­ცე­მა დას­ჭირ­დე­ბა სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ეჭ­ვი, რომ სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრა­ბან­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­ტა­ნას შე­უწყ­ობს ხელს.

- არა მგო­ნი­ა, სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბას კონ­ტრა­ბან­დის შე­მო­ტა­ნა მოჰ­ყვეს. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად აკონ­ტრო­ლებს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ საზღ­ვრებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საფ­რთხე იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­გა­რე­ტი კონ­ტრა­ბან­დის სა­ხით შე­მო­ვა, ნაკ­ლე­ბი­ა. დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 1990-ი­ა­ნი წლე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა: იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ აკონ­ტრო­ლებ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტრა­ბან­დას არ და­უშ­ვებს.

- და ბო­ლოს, ბა­ტო­ნო ვა­ჟა, და­ვა­ზუს­ტოთ, მა­ინც რამ­დე­ნით მო­ი­მა­ტებს სი­გა­რე­ტის ფა­სი?

- ჩე­მი ვა­რა­უ­დით, სექ­ტემ­ბრი­დან, რო­ცა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­ვა, ფილ­ტრი­ან სი­გა­რეტ­ზე ფა­სი და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 თეთ­რით გა­იზ­რდე­ბა, 5-10 თეთ­რით კი - უფილ­ტრო­ზე. აქ­ტი­უ­რი მწე­ვე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც დღე­ში რამ­დე­ნი­მე კო­ლოფ სი­გა­რეტს ყი­დუ­ლო­ბენ, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­ხარ­ჯი იქ­ნე­ბა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია