რო­დის გა­იხ­სნე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­მა­კა­ცე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი

რო­დის გა­იხ­სნე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­მა­კა­ცე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი

სო­ცი­ო­ლო­გიუ­რი გა­მო­კითხ­ვე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ქა­ლე­ბის 8 პრო­ცენ­ტი და მა­მა­კა­ცე­ბის 6 პრო­ცენ­ტი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბა. კა­ნა­და­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 100 000 კა­ცი ხდე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, საფ­რან­გეთ­ში კი ამ მი­ზე­ზით მხო­ლოდ 2011 წელს 28 მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. რა ვი­თა­რე­ბაა ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში? რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია ეს პრობ­ლე­მა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში? - ამ სა­კითხ­ზე ქალ­თა სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენტრ "სახ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლი რუ­სუ­დან ფხა­კა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მა არ­სე­ბობს: ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, მო­რა­ლუ­რი, ფი­ნან­სუ­რი; რო­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი - მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ოჯა­ხის უფ­რო­სი მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არა­საკ­მა­რი­სად უზ­რუნ­ველ­ყოფს, არ უქ­მნის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს, ეს იწ­ვევს კონ­ფლიქ­ტებს და მა­მა­კაც­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ა, ამის გა­მო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ. მა­მა­კა­ცე­ბი ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ მა­თი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა­ზე მა­ში­ნაც, რო­ცა საქ­მე გაყ­რას ეხე­ბა, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათ ბავ­შვზე ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, რო­გორც დე­დას, რად­გან არა­ერ­თი დღე-­ღა­მე უთე­ნე­ბი­ათ მის აღ­ზრდა­ში, რომ შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბა მარ­ტო შა­ბათ-კვი­რას არ უნ­და ჰქონ­დეთ და ა.შ.

- არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა მა­მა­კა­ცი მოგ­მარ­თავთ, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და აღი­ა­რებს, რომ მის მი­მართ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბენ?

- მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვმარ­თა­ვენ, ამა­ზე პირ­და­პირ არ სა­უბ­რო­ბენ. ეროვ­ნუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის გა­მო ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლი­სა თუ სხვა ქა­ლის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს, ამი­ტო­მაც გვინ­და უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩავ­რთოთ საქ­მე­ში სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო, რა­თა გა­ირ­კვეს, რა მი­ზე­ზით აქვს მი­ღე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, არის თუ არა ის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი. მა­მა­კა­ცე­ბი პროს­ტრა­ცი­ა­ში, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან იმის გა­მო, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ, და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მოთხ­ოვ­ნე­ბი - იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რე­ბი, ოჯა­ხის შემ­ნახ­ვე­ლე­ბი, ისი­ნი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბას ვერ ახ­დე­ნენ; ამ დროს ძა­ლა­დო­ბა ფარ­თო ფრონ­ტით ხორ­ცი­ელ­დე­ბა: "შენ რა კა­ცი ხარ, ოჯახს ვერ ინა­ხავ", "შენ რომ კა­ცი იყო, სხვაგ­ვა­რად ვიცხ­ოვ­რებ­დით", თით­ქოს მხო­ლოდ მა­მა­კა­ცად და­ბა­დე­ბაა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა. ჰო­ლან­დი­ა­ში მა­მა­კაც­ზე ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა ისე მწვა­ვედ დგას, რომ იქ უკ­ვე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­მა­კა­ცე­ბის თავ­შე­სა­ფა­რია გახ­სნი­ლი. იმი­სათ­ვის, რომ მა­მა­კაც­მა აღი­ა­როს, რომ ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი ცენ­ტრი უნ­და იყოს, სა­დაც ამ თე­მა­ზე ისა­უბ­რე­ბენ, დღეს სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე ამ­გვა­რი ცენ­ტრე­ბი არ არის, რის გა­მოც სტა­ტის­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლი­ა.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი კა­ცებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად აღი­ა­რე­ბის­თვის მეტ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას სთხო­ვენ, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, სწო­რედ მათ­გან მო­დის ძა­ლა­დო­ბა...

- პი­რი­ქით, მი­მარ­თვის დროს ქა­ლი უფ­რო აფექ­ტუ­რად იქ­ცე­ვა, მა­მა­კა­ცი მე­ტად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი­ა. ასე რომ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის "სიმ­პა­თი­ას" მა­მა­კა­ცე­ბი უფ­რო იმ­სა­ხუ­რე­ბენ. თუ კა­ცი იტყ­ვის, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი­ა, არა მგო­ნი­ა, ნაკ­ლე­ბად და­უ­ჯე­რონ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია უკ­ვე გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლია ამ სა­კითხ­ებ­ში, იცი­ან, რომ ევა­ლე­ბათ და­იც­ვან მსხვერ­პლი, მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბა თუ ქა­ლი. მთა­ვა­რი­ა, მა­მა­კა­ცებ­მა დაძ­ლი­ონ სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ისი­ნი არ შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი. ჩვენ­ში ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის გახ­მა­უ­რე­ბას მა­მა­კა­ცი ერი­დე­ბა, საშ­ვე­ლად მე­ზო­ბელ­სა თუ მე­გო­ბარ­-ნა­თე­სავს იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თავს. რაც უნ­და ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ კა­ნონ­ში "ო­ჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ", ამან შე­იძ­ლე­ბა ვერ იმუ­შა­ოს, თუ მენ­ტა­ლი­ტე­ტი არ შე­იც­ვა­ლა. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის იმის აღი­ა­რე­ბა, რომ ვინ­მე ჩაგ­რავს, მი­სი პი­როვ­ნე­ბის, "პი­როვ­ნუ­ლი მეს" უარ­ყო­ფის ტოლ­ფა­სი­ა. სკან­დი­ნა­ვი­ე­ლი თუ ბალ­ტი­ის­პი­რე­ლი მა­მა­კა­ცი, მის­და­მი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრინ­ცი­პე­ბი­დან კი არ გა­მო­დის, არა­მედ რე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ფაქტს აღ­წერს, ჩვენ­თვის კი ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლი­ა... აქ აღ­ზრდის ფაქ­ტო­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. რო­გორ ზრდი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიჭს? "კა­ცი ხარ და უნ­და მო­ით­მი­ნო, მე­ტი მო­გეთხ­ო­ვე­ბა", "ბიჭ­მა არ უნ­და იტი­როს", "ეს ბი­ჭის კი არა, გო­გოს საქ­მე­ა" და ა.შ. თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ გზით სტრე­სის გა­და­ლახ­ვა ხდე­ბა. ეს აღ­ზრდის არას­წო­რი მე­თო­დი­ა.

- მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენ მოგ­მარ­თა­ვენ და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გე­სა­უბ­რე­ბი­ან, ითხ­ო­ვენ თუ არა ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვას?

- რა თქმა უნ­და, ითხ­ო­ვენ. სხვაგ­ვა­რად ისი­ნი არც მოვ­ლენ, ხან­და­ხან გვარ­-სა­ხელს არც ვე­კითხ­ე­ბი. ზო­გი მხო­ლოდ სა­ხელს გვიმ­ხელს. მათ თა­ვი და­ცუ­ლად, უსაფ­რთხოდ უნ­და იგ­რძნონ, ეს ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თ-ერ­თი მე­თო­დი­ა.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ მა­მა­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც მა­მის­გან ძა­ლა­დო­ბის, ცე­მის მსხვერ­პლნი არი­ან ბავ­შვო­ბა­ში, ოჯა­ხის შექ­მნი­სას უკ­ვე მე­უღ­ლის­გან უწევთ დამ­ცი­რე­ბის ატა­ნა.

- პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა ხოლ­მე, ხში­რად, ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი სწო­რედ ამ­გვა­რი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან, თუმ­ცა, არის სა­პი­რის­პი­რო შემ­თხვე­ვე­ბიც. შე­საძ­ლო­ა, მა­მა­კაცს ბავ­შვო­ბა­ში შე­უ­რაცხ­ყო­ფა-­ცე­მის­გან ისე და­უქ­ვე­ით­დეს თვით­შე­ფა­სე­ბა, რომ მის­თვის მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის­გან ჩაგ­ვრა ბუ­ნებ­რი­ვი გახ­დეს, მსხვერ­პლი თით­ქოს ეძებს კი­დეც ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ას.

- კა­ცის მი­მართ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა თუ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხის ინ­ტე­ლექ­ტზე, სო­ცი­ა­ლურ ფე­ნა­ზე?

- ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას, ინ­ტე­ლექტს, გა­ნათ­ლე­ბას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ეს უფ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა პრობ­ლე­მა­ა, ვერ იტყ­ვი, რომ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ოჯა­ხის წევ­რზე არ იძა­ლა­დებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია