ირაკლი ალასანია - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალები თავდაცვის სამინისტროშიც აღმოაჩინეს

ირაკლი ალასანია - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალები თავდაცვის სამინისტროშიც აღმოაჩინეს

ჩვენ აღმოვაჩინეთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, რომელიც თავიდანვე გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ საქმეზე ერთობლივი გამოძიება წარმოებს, რომელსაც პროკურატურა უძღვება.

"ეს ის მასალები არ არის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა აღმოჩენილი ცოტა ხნის წინ. ეს სხვადასხვაა, თუმცა რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, აქტორები, დამგეგმავები და განმახორციელებლები სავარაუდოდ ერთი ჯგუფია. როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ასევე სამხედრო პოლიციაში ფაქტობრივად ერთი ფიგურანტები იყვნენ, მიგრაცია იყო ერთი უწყებიდან მეორეში. გამოძიება რა ეტაპზეა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვინც კი სავარაუდო ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს ასეთ ქმედებებში, არც ერთი არ არის სამხედრო პოლიციაში",-განაცხადა ალასანიამ.

აქვე მან აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციამ თვისობრივად იცვალა სახე. "ჩვენ მათ ფუნქციად მივეცით სწორედ სამართალდარღვევების პრევენცია შეირაღებულ ძალებში. არაინაირი პოლიტიკური, ან ზედმეტი ოპერატიული ფუნქცია, რომელიც მათ საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან მიამსგავსებს, მოხსნილი აქვთ. სექტემბრიდან სავარაუდოდ აკადემიაში სამხედრო პოლიციის კურსი გაიხსნება და ყველა სამხედრო პოლიციელი ვალდებული იქნება სამხედრო პოლიციის კურსი გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გააგრძელებს საქმიანობას სამხედრო პოლიციაში",-განაცხადა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა