გიორგი ბარამიძე - "საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, მხოლოდ მკვლელმა იცის"

გიორგი ბარამიძე - "საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, მხოლოდ მკვლელმა იცის"

ახალი ხელისუფლება საზოგადოებას დაჰპირდა, რომ მალე გახდება ცნობილი, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს. საზოგადოება ინტერესით ელოდება, ვინ უღალატა პრემიერ-მინისტრს, ძველმა თუ ახალმა მეგობრებმა, თუ ყველამ ერთად? ამის შესახებ კომენტარი ზურაბ ჟვანიას მეგობარსა და თანაგუნდელ გიორგი ბარამიძეს ვთხოვეთ, რომელიც ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთ თანამონაწილედაც კი სახელდება.

- გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი შავნაბადაზე პრეზიდენტისა და შს მინისტრის თვალწინ მოკლეს. შემდეგ ცხედარი საბურთალოზე ტელევიზორის ყუთით გადაიტანეს. ამ საქმეში თქვენი სახელიც ფიგურირებს.

- როგორ უნდა დაიჯეროს ადამიანმა ვიღაცების ნაბოდვარი, რომ ჟვანია მოკლეს და მერე ყუთით სადღაც ბარამიძემ მიიტანა. ეს რომ მონაბოდია, მთავარმა პროკურორმაც დაასაბუთა. გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდები, შემდეგ ბევრ რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

- კბილაშვილმა "ასავალ-დასავალის" ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც ის უთქვამს, რომ ჟვანია უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

- არც ჩვენი ხელისუფლებიდან უმტკიცებია ვინმეს, ჟვანია უბედური შემთხვევის გამო დაიღუპაო. გამოძიება მუშაობდა, რომ დაედგინა, რა მოხდა იმ დღეს.

- როგორ არ უთქვამთ, ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მერაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვაქვსო. სააკაშვილსაც არაერთხელ უთქვამს ეს.

- ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, ამიტომ აძლევდნენ თავს უფლებას, ასეთ დეტალებზე ესაუბრათ. მე თუ მკითხავთ, მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორი იყო, რისთვისაც დასავლეთისგან საყვედური არაერთხელ მიგვიღია.

- სახლში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, უსუფოვის ცალი ფეხსაცმელი არ იყო. ეჭვს ბადებს ჯერ ექსპერტ ლევან სამხარაულის მკვლელობის ამბავი, შემდეგ კი მკვლელის თვითმკვლელობა, რომელმაც ორი იარაღით მოიკლა თავი. ბუნდოვანია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნაც, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი მომწამლავი ნივთიერება სასიკვდილო არ იყო. ეს კითხვები არასდროს დაგისვამთ პრეზიდენტისთვის ან მერაბიშვილისთვის?

- ამის გამო მივედი დასკვნის გასაცნობად. არასდროს მიმტკიცებია, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, თუმცა არც იმის საფუძვლიანი ეჭვი მქონია, რომ ვინმესთვის ხელი დამედო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, ეს მხოლოდ მკვლელმა იცის. თუმცა ის საკითხები, რაც ეჭვს ბადებს, შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს მკვლელობის ვერსიას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა