გიგი უგულავა - პროკურატურა დროსა და სივრცეში ამცდარია

გიგი უგულავა - პროკურატურა დროსა და სივრცეში ამცდარია

ჩვენი პროკურატურა დროსა და სივრცეში ამცდარია, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვასთან დაკავშირებული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, მან ბრალდების მხარის შესავალ სიტყვაში, რომელიც დღეს იყო წარმოთქმული, საზოგადოებისთვის საინტერესო ტყუილები მოინიშნა.

"გამოძიება საუბრობს თითქოს ჯოზეფ ქეი ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელი იყო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, გამოძიებას აქამდე უნდა სცოდნოდა, რომ პატარკაციშვილი გარდაიცვალა 2008 წლის თებერვალში და ჩვენ ვსაუბრობთ 2008 წლის მიწურულზე. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ გარდაცვალების შემდეგ "იმედი" კონფლიქტში იყო ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრესთან, მის ოჯახთან და ვერანაირად ვერ იქნებოდა გარდაცვლილი ადამიანის წარმომადგენელი ხელისუფლებასთან ჯოზეფ ქეი. გამოძიება ამ ნაწილში აგებულია თითქოს მართლზომიერ მესაკუთრეზე, რომელსაც წაერთვა მის მფლობელობაში არსებული ტელევიზია. თუმცა პასუხი არ არის გაცემული შეკითხვაზე, იყო თუ არა "იმედის" მართლზომიერი მესაკუთრე ჯოზეფ ქეი. არჩევნების შემდეგ კი, გიორგი არველაძემ "იმედი" დაუბრუნა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. გაუგებარია, თუკი ჯოზეფ ქეი იყო მართლზომიერი მესაკუთრე, რატომ უბრუნებენ ტელევიზიას ინა გუდავაძეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქმეში არსებულ მოწმეებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან მოწმეთა ძირითადი ნაწილი ის ხალხია, ვინც ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და "ქართული ოცნების" ნავში გადასხდა. ამ კონტექსტში, გიგი უგულავამ სოზარ სუბარის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძეც მოიხსენია.

"ერთ-ერთი ასეთი მოწმეა გიგა გიორგაძე, რომელიც არის სოზარ სუბარის მოადგილე და მედავება თითქოს მედიაბარონი ვარ. გასაგებია, მსგავსი ადამიანების მიერ მიცემული ჩვენებები. ჩვენი პროკურატურა დროსა და სივრცეშია აცდენილი, ამის დადასტურებას შევძლებ 30 აგვისტოდან, როდესაც საქმის არსებითი განხილვისას მოწმეების დაკითხვა დაიწყება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა