ოქროს ქვიშა თუ თემქის პლაჟი - "ერთი ბიოტუალეტი მაინც დაგვიდგით"

ოქროს ქვიშა თუ თემქის პლაჟი - "ერთი ბიოტუალეტი მაინც დაგვიდგით"

ზაფხულის ცხელი სეზონის დადგომისთანავე თბილისში დარჩენილი საზოგადოების ნაწილს მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებს, - როგორ გაგრილდეს და შეიმსუბუქოს ზაფხულის ცხელი დღეები. მრავლად გახსნილ საცურაო აუზებსა და გამაგრილებელ კომპლექსებში ნებივრობა ბევრ ჩვენს მოქალაქეს იმ უბრალო მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ ამის საშუალება არ აქვთ, სამაგიეროდ არსებობს ადგილები, სადაც უფასოდ შეგიძლია გაირუჯო და დაისვენო (სახლის სახურავს არ ვგულისხმობ, თუმცა ეს უკანასკნელიც საკმაოდ აქტუალურია).

ნამზეურის მოყვარული თბილისელები თბილისის ზღვაზე მოვინახულე. ქალაქის წყალსაცავი "დამსვენებლების" ნაკლებობას არ უჩივის. სხვა საკითხია, უსაფრთხოა თუ არა ეს დასვენება და გაგრილების შემდეგ საავადმყოფოში ხომ არ აღმოვჩნდებით? უნდა გითხრათ, რომ არც ეს ვარიანტია გამორიცხული, იქაური პირობები ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა - გარდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და პლაჟზე მოსეირნე შინაური პირუტყვისა, ნაგავში ქალის თეთრეულსაც წავაწყდი. ის იყო, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, რომ მამაკაცი მომიახლოვდა, - დაბინძურებულ გარემოს იღებთ არა? მაშინ ხეები გადაიღეთ. აღმოჩნდა, რომ ამხელა ტერიტორიზე ვერსად ნახავთ საზოგადოებრივ ტუალეტს და ყველა ხის ძირში ისაქმებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია