17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დასკვნა მიიღო

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დასკვნა მიიღო

თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დასკვნა მიიღო. დასკვნის შემუშავების საფუძველი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელზე შესული საქართველოს მოქალაქეების განცხადება გახდა.

სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

კომიტეტი დასკვნით კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ "ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რა ნიშნით, საფუძვლითა და მიზნითაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული". დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ "ეკლესია ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანებს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად განიხილავს", უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შემდეგ დღეებშიც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას.

კომიტეტის დასკვნაში აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს როლიც, რომელმაც შექმნილ ვითარებაში გამოავლინა მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რითაც შესაძლებელი გახდა შესაძლო ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება და მთელ რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ძალადობისგან პირების დაცვა.

კომიტეტმა გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა. იგი მიიჩნევს, რომ 17 მაისის მოვლენების ანალიზი და შეფასება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციასა და აღკვეთას.

მამა გიორგის (ზვიადაძე) შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტმა დაბალანსებული დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც არსებით საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კომიტეტი მხარედ არ გამოვიდა.

"აქვე მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილიყო პოლიციის და სასულიერო პირების მხრიდან დიდი ძალისხმევა, იქნებოდა მსხვერპლი. ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია - მისთვის მიუღებელი და შეუწყნარებელია რაიმე სახის ძალადობა. ცალკეული პიროვნების გადაწყვეტილება ცალკეული პიროვნების შეცდომაა და ამაში ეკლესიის პასუხისმგებლობა არაა", - განაცხადა მამა გიორგიმ.

წარმოდგენილი დასკვნის პროექტის მიმართ ლგბტ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ შენიშვნები, თუმცა სხდომაზე უმრავლესობამ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი მოიწონა და აღნიშნა, რომ კომიტეტი არ სცდება კომპეტენციის ფარგლებს, არ ახდენს სამართლებრივ შეფასებას, რაც სასამართლოს პრეროგატივაა. მათი თქმით, დასკვნის პროექტი დაბალანსებულია და ძალადობა დაგმობილია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია