არნო დენჟანი - შეწუხებულები ვართ, რომ ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის შესაძლებობა არ აქვთ

არნო დენჟანი - შეწუხებულები ვართ, რომ ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის შესაძლებობა არ აქვთ

შეწუხებულები ვართ იმის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის შესაძლებობა არ აქვთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, არნო დენჟანმა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში აღნიშნულიდან გამომდინარე იმედგაცრუებულებიც არიან.

"იმედგაცრუებულები ვართ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლევათ ოჯახის წევრებს, რაც მისთვის ძალიან რთულია. არ აქვს კომუნიკაცია გარესამყაროსთან, თუ არ ჩავთვლით ევროპარლამენტარების ვიზიტებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს კანონმდებლობასთან, რომ ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის შესაძლებობა ჰქონდეს და სწორედ ამიტომ ვართ შეწუხებულები", - განაცხადა არნო დენჟანმა.

მისივე თქმით, წინასწარი დაკავება უნდა იყოს გამონაკლისი და ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, რომ ეს დაკავება იყო გამართლებული.

"ვანო მერაბიშვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. ჩვენ გვქონდა საუბარი მისი მდგომარეობის შესახებ, ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს, ჩვენ არ ვაყენებთ ამ საკითხს, მაგრამ შეწუხებულები ვართ იმ ფაქტის გამო, რომ წინასწარი დაკავება უნდა იყოს გამონაკლისი და მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დაკავება იყო გამართლებული", - განაცხადა დენჟანმა.

მისივე თქმით, დღეს ვანო მერაბიშვილს ხუთი ევროპარლამენტარი შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენს.

"ეს არ არის პოლიტიკური ვიზიტი, ჩვენ მოვინახულეთ ადამიანი, რომელიც ევროპარლამენტს ხშირად სტუმრობდა", - განაცხადა დენჟანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ