კჟიშტოფ ლისეკი - ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, თუ არა პოლიტიკურს

კჟიშტოფ ლისეკი - ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, თუ არა პოლიტიკურს

მე ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის თუ არა პოლიტიკურს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა განუცხადა.

მისი თქმით, ის გაოცებას გამოხატავს, თუ რატომ იმყოფება ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში.

"მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ გაოცებას, თუ რატომ იმოყოფება ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში. მერაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მივიდა. გამოძიების დაწყებიდან ხუთჯერ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ხუთივეჯერ დაბრუნდა უკან. მე პირადად ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს მისი წინასწარი პატიმრობაში ყოფნის თუ არა პოლიტიკურს", - განაცხადა ლისეკმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის ოჯახთან დაკავშირებული საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

"6 კვირის წინ მე მერაბიშვილი მოვინახულე. მან წონაში საკმაოდ დაიკლო და ვფიქრობ, ის ექიმებმა უნდა შეამოწმონ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი ამ დრომდე მოგვარებული არ არის და კარგი იქნება თუ მიეცემა შესძლებლობა ვანო მერაბიშვილი მოინახულონ მეუღლემ და შვილებმა, ან მიიღოს მათგან წერილი" , - განაცხადა ლისეკმა.

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხუთმა წევრმა ე.წ მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი დღეს დილით მოინახულეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა