"მეორედ მოსვლა მოხდება საქართველოში და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით"

"მეორედ მოსვლა მოხდება საქართველოში და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით"

საპრეზიდენტო არჩევნები ნელ-ნელა გვიახლოვდება. კანდიდატებმაც დაიწყეს თავიანთი საპრეზიდენტო პროგრამის გაცნობა ამომრჩევლებისათვის. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ კანდიდატს, კოალიცია "ერთსულოვნების"ლიდერს, მიხეილ-გელა სალუაშვილს.

- ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: ესაა ეროვნულ-რელიგიური და ეროვნულ-პოლიტიკური. ეროვნულ-რელიგიური ნაწილი დამყარებულია საქართველოს სულიერ მისიაზე, ანუ მასში გაანალიზებულია ჩვენი როლი მსოფლიოს საკაცობრიო ისტორიაში. ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ძეგლში, "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", განსაზღვრულია ქართული ენის მისია. ამიტომ ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა სწორედ იმ პრინციპების გამომზეურებას ემყარება, რასაც საქართველოს სულიერი მისიის არსი შეიცავს ბოლო ჟამთან მიმართებაში.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ბოლო ჟამი მოახლოებულია და თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამას მომზადებული შევხდებით?

- საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ხშირად იმეორებს ხოლმე, რომ ჩვენ გვიწევს ბოლო ჟამის ეპოქაში ცხოვრება. ზვიად გამსახურდიას ეპოქიდან დღემდე, საქართველოში არ მომხდარა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ბიბლიაში არ იყო ასახული. მაცხოვრის პასუხებზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, მეორედ მოსვლის ადგილი იქნება საქართველო და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით. ზვიად გამსახურდიას აქვს ნათქვამი: "ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა ეკლიანი გვირგვინიდან გარდუვალ აღდგომამდე". ჩვენის აზრით, ეკლიანი გზა უკვე გავიარეთ და ახლა ვუახლოვდებით იმ ეტაპს, რასაც საქართველოს გაბრწყინების ეტაპი ქვია. ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი, ესა თუ ის ბიბლიური წყარო რომელ ეტაპს შეესაბამება (საბჭოთა მმართველობას, ზვიად გამსახურდიას მოსვლას და წასვლას. რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო შევარდნაძე და სხვ).

-საპატრიარქოსგან თუ გაქვთ კურთხევა, პრეზიდენტად კენჭს რომ იყრით?

-დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. მე მიმაჩნია, რომ ეკლესიის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში არ შეიძლება.

- თქვენს საარჩევნო პროგრამაში, თქვენ აპროტესტებთ მარკირებას და აცხადებთ რომ ესაა ეშმაკის ნიშანი...

-მარკირების ხმარებიდან ამოღების შესახებ შემუშავებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა "შორს ეშმაკის ნიშანი" , რომელიც წარდგენილია პარლამენტში. ეს ინიციატივა ითვალისწინებს მარკირების ამოღებას და მის ნაცვლად ფოტორეგისტრატორის დამკვიდრებას.

- ბატონო მიხეილ, ვთქვათ, პარლამენტმა უარი თქვა მარკირების გაუქმებაზე, მაინც მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და თქვენს ამომრჩეველს იძულებულს გახდით, ეშმაკის ნიშნით დაიტვიფროს?

- წლევანდელი არჩევნები იქნება ბოლო, რომელიც მარკირებით გაიმართება. თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს ამ ანტიღვთიური მექანიზმის გაუქმებას, ჩვენ, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული ვიქნებით, მაინც მივიღოთ მონაწილეობა და შემდეგ, ოდეს ღვთის ნებით გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავაუქმებთ მარკირებას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა