ქართველი კანონიერი ქურდი უნგრეთში დააკავეს

ქართველი კანონიერი ქურდი უნგრეთში დააკავეს

იტალიელი და რუსი პოლიციელები ამ დროისთვის ორგანიზებული დაჯგუფების "ქუთაისელების" აღმკვეთ ღონისძიებებს ატარებენ. დაკავებულია ქართველი "კანონიერი ქურდი" "მერაბ სოხუმსკი", იგივე მერაბ ჯანგველაძე. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

"ხსენებული ორგანიზებული დაჯგუფების წევრები - ქართველი იმიგრანტები, იტალიელი სამართალდამცავების მხედველობის არეში მას შემდეგ მოხვდნენ, რაც მათ ეჭვი გაუჩნდათ იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთის, ჩეხეთის და ლიტვის ტერიტორიაზე აღნიშნული დაჯგუფების მიერ უმძიმესი დანაშაულების ჩადენის შესახებ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გუშინ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალიის პოლიცია დედ ჰასანის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთის კვალზე გავიდა. საქმეში ფიგურირებდა მერაბ ჯანგველაძეც.

"ქუთაისელების" ერთ-ერთი ლიდერი, "კანონიერი ქურდი" მერაბ ჯანგველაძე ბუდაპეშტის სასტუმროში დააკავეს. მას ბრალად ედება იტალიის ტერიტორიაზე მკვლელობა" - ნათვქამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ