რო­გორ ვი­კა­ბა­ლებთ თავს - "ყვე­ლამ უნ­და იცო­დეს, უღირს თუ არა ფუ­ლი სახ­ლის და­კარ­გვად"

რო­გორ ვი­კა­ბა­ლებთ თავს - "ყვე­ლამ უნ­და იცო­დეს, უღირს თუ არა ფუ­ლი სახ­ლის და­კარ­გვად"

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში კერძო მევახშეობასთან დაკავშირებით შე­ი­მუ­შა­ვეს კა­ნონ­პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც ამ სფე­რო­ში მე­ტი სიცხ­ა­დე უნ­და შე­ი­ტა­ნოს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონ­პრო­ექტს პარ­ლა­მენ­ტი შე­მოდ­გო­მა­ზე და­ამ­ტკი­ცებს. მი­ნისტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, ადა­მი­ა­ნებს აღარ დას­ჭირ­დე­ბათ პრო­ცენ­ტზე პრო­ცენ­ტის გა­დახ­და, ხო­ლო სეს­ხი­სა და იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დამ­ტკიც­დე­ბა სა­ნო­ტა­რო წე­სით, რა­თა მსეს­ხებ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მევა­ლემ ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნოს. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ "ჯორ­ჯი­ან ბიზ­ნეს ინ­სა­ი­ტის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძეს:

- რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლის და­წე­სე­ბა­საც აპი­რე­ბენ, საკ­მა­ოდ ძნე­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი­ა. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ამას არ ახ­მა­უ­რებს. მე­ო­რე - ძა­ლი­ან ხში­რად ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მი­დის მე­ვახ­შეს­თან და მის­გან ფულს სეს­ხუ­ლობს, სხვა გზა უბ­რა­ლოდ არა აქვს: მას სეს­ხის გა­ცე­მა­ზე ბან­კიც უარს ეუბ­ნე­ბა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც... ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თვით კა­ნონ­ზე და მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რამ­დე­ნად მო­ექ­ცე­ვი­ან კა­ნო­ნის არე­ალ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, რომ მა­თი აღ­რიცხ­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა. ხში­რად მე­ვახ­შე­ე­ბი და კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბი სხე­დან უძ­რავ­-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში, იმი­ტომ, რომ იქ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-­გა­ყიდ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პი­რი, რო­მე­ლიც კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, სულ მცი­რე, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მა­ინც უნ­და იყოს, სხვაგ­ვა­რად თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ სფე­როს გა­კონ­ტრო­ლე­ბა.

- რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნაცხ­ა­და, უნ­და და­წეს­დეს ზე­და ზღვა­რი, ნიხ­რი, რომ მსეს­ხე­ბელს პრო­ცენ­ტის გა­დახ­და არ გა­უ­ჭირ­დეს.

- რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ეს ზღვა­რი, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო­ა. რო­გორც წე­სი, ამ­გვარ გა­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, რომ ინ­ფორ­მა­ცია მათ შო­რის დარ­ჩეს და უცხო პირ­მა არ გა­ი­გოს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი გა­რი­გე­ბა ზე­პი­რი­ა, თუმ­ცა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია სეს­ხის ნაც­ვლად უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ჩა­დოს, მა­შინ გა­რი­გე­ბა ნო­ტა­რი­უ­ლა­დაც მოწ­მდე­ბა. ამ დროს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც იდე­ბა და იქ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი იწე­რე­ბა, მაგ­რამ ესეც არ არის გა­რან­ტი: შე­იძ­ლე­ბა ორი­ვე მხა­რე მო­რიგ­დეს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩა­ი­წე­როს სულ სხვა რამ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად პრო­ცენ­ტი სულ სხვა იყოს. რო­გორც გითხ­ა­რით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი, გა­უმ­ჭვირ­ვა­ლე სფე­რო­ა, ამი­ტომ ყუ­რადღ­ე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე უნ­და გა­და­ვი­ტა­ნოთ, რომ­ლე­ბიც მე­ვახ­შეს­თან მი­დი­ან და სესხს იღე­ბენ. მათ უნ­და ავუხ­სნათ, რომ ძალ­ზე ხში­რად ამ­გვა­რი გა­რი­გე­ბა ქო­ნე­ბის და­კარ­გვით მთავ­რდე­ბა, მათ უნ­და იცოდ­ნენ, რას აწე­რენ ხელს და უღირთ თუ არა აღე­ბუ­ლი თან­ხა საცხ­ოვ­რებ­ლის და­კარ­გვად...

- შე­იძ­ლე­ბა მე­ვახ­შის პი­რო­ბე­ბი უფ­რო კა­ბა­ლუ­რი იყოს, მაგ­რამ მას­თან მი­დის ის, ვი­საც სეს­ხის გა­ცე­მა­ზე უა­რი უთხ­რა ბან­კმაც და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­მაც, სა­დაც ამ ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი­ა. სწო­რედ ისი­ნი დგა­მენ ამ­გვარ სა­რის­კო ნა­ბიჯს. რა­ტომ რის­კა­ვენ?

- იმი­ტომ, რომ კერ­ძო მე­ვახ­შეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი­ა, ის არ მო­ითხ­ოვს არა­ნა­ირ შე­მო­სა­ვალს, არც სა­ბუ­თებ­სა და დო­კუ­მენ­ტებს სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან, მას აინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მსეს­ხე­ბელ­მა თან­ხის ნაც­ვლად უნ­და ჩა­დოს. ამი­ტომ, აქ ლა­პა­რა­კია არა იმ­დე­ნად ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ზე, რამ­დე­ნა­დაც სი­მარ­ტი­ვე­ზე. მარ­თა­ლი­ა, კერ­ძო მე­ვახ­შე­ე­ბის პი­რო­ბე­ბი ხში­რად კა­ბა­ლუ­რი­ა, მაგ­რამ ისი­ნი არ მო­ითხ­ო­ვენ იმ­დენ გა­რან­ტი­ას ან იმ­დენ დო­კუ­მენტს, რა­საც ბან­კი ან მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ითხ­ოვს. ეს სი­მარ­ტი­ვე და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის არარ­სე­ბო­ბაა მე­ვახ­შეს­თან მის­ვლის მი­ზე­ზი.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ