აფხაზეთში რუსი სამხედროები ახალ ტექნიკას ითვისებენ

აფხაზეთში რუსი სამხედროები ახალ ტექნიკას ითვისებენ

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში, ცაბალის სამთო პოლიგონზე, რუსული სამხედრო ბაზის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების პირადი შემადგენლობის წვრთნები გაიმართა. სწავლების პროცესში საჰაერო მოწინააღმდეგის მოგერიების მეთოდები მუშავდებოდა.

წვრთნებში მონაწილეობა 100-მდე სამხედრო მოსამსახურემ და რამდენიმე ათეულმა სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკამ მიიღო. განსაკუთრებული ყურადღება Гармонь-ის ტიპის ახალ რადიოლოკატორების ათვისებას დაეთმო, რომელიც აფხაზეთში განთავსებულმა რუსმა სამხედროებმა გასული წლის ბოლოს მიიღეს.

კომპაქტური ზომების წყალობით, ახალი ლოკატორის ტრანსპორტირება საკმაოდ მარტივია. ის სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეების აღმოჩენას, გაცილებას, მისი სახელმწიფო კუთვნილების დადგენას და ინფორმაციის მართვის პუნქტში გადაცემას უზრუნველყოფს.

უახლოეს მომავალში, აფხაზეთში მყოფი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შენაერთები, კრასნოდარის მხარის ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე საბრძოლო სროლების გამოყენებით, მორიგ ტაქტიკურ სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?