რა ღირს გარუჯვა ბათუმში

რა ღირს გარუჯვა ბათუმში

ზაფხულის სეზონი ზღვასთან, დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება. ბათუმში დასვენების მსურველთა რაოდენობაც თანდათან მატულობს. "ამბები.გე" დაინტერესდა, რა ცვლილებები ელის ბათუმში ჩასულ დამსვენებელს წინა წელთან შედარებით. ამჯერად, პლაჟის ატრიბუტიკის ფასებსა და სანაპიროზე არსებული სიტუაციის შესახებ მოგიყვებით.

როგორც აღმოჩნდა, ფასები წინა სეზონთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილა. მაგალითად, გასულ წელს შეზლონგის ერთი დღით დაქირავება თუ 1 ლარი ღირდა, წელს იგივე შეზლონგი 3 ლარი ღირს. "გასულ წელს 1 ლარი ღირდა, მაგრამ წელს აუქციონის ფასები გაიზარდა და ჩვენც გავაძვირეთ", - განმიმარტა გამქირავებელმა.

უფრო იაფად, 1.5 ლარად შეგიძლიათ ბრენდირებული, იასამნისფერი შეზლონგების დაქირავება. გასულ წელს ისიც 1 ლარი ღირდა. ამ შემთხვევაში, ფასებს ბულვარის ადმინისტრაცია არეგულირებს: ”გადავწყვიტეთ, თითო ბოთლი წყალი მიგვება შეზლონგსა და ქოლგაზე. რამდენ წყალსაც დაარიგებდნენ, იმის მიხედვით, ადვილად დავთვლით, რამდენი შეზლონგი გაქირავდა. ფასის მატება გარკვეულწილად წყლის დამატებამ გამოიწვია", - განმარტა ბულვარის ადმინისტრაციის მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა დავით გამრეკელიშვილმა.

მისი თქმით, ბულვარის ტერიოტრიაზე კომერციული საქმიანობის წამოწყებისთვის აუქციონები მაისის თვიდან მიმდინარეობს: "ამ ეტაპზე მოწესრიგებულია შეზლონგების გაქირავების საკითხი, თუმცა საკვები პროდუქტების, სიმინდის და გამაგრილებელი სასმელების ჩამოტარების საკითხზე ვმუშაობთ", - აღნიშნა დავით გამრეკელიშვილმა.

აუქციონის მიხედვით, ბულვარის პლიაჟზე შეზლონგების განთავსება 400 კვადრატულ მეტრზე სეზონის განმავლობაში 2800 ლარი ღირს. აუქციონში გამარჯვებულ მეწარმეს თავად შეუძლია განსაზღვროს, რა ფასში გააქირავებს შეზლონგს.

გასულ წელს სანაპიროზე სიმინდის, გამაგრილებელი სასმელების და საკვების ჩამოტარება აუქციონზე გამარჯვებულ მხოლოდ ერთ კომპანიას შეეძლო. აუქციონში გამარჯვებულმა მეწარმემ სტუდენტები სპეციალური ფორმებით და სალარო აპარატებით აღჭურვა და ბულვარის პერიმეტრი აითვისა. კონკურენციის არ არსებობის გამო, მაგალითად ცხელი სიმინდის ფასი 2 ლარი იყო.

წელს სიმინდის და გამაგრილებელი სასმელების ჩამოტარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ცხელი სიმინდი 1 ლარი, ხოლო ცივი ყავა 2 ლარი ღირს. ბულვარის ადმინისტრაცია ამ საკითხის მოწესრიგებაზე მუშაობს. თუმცა როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, გასულ წელს რეგულაციების დაწესებასა და პლაჟზე ვაჭრობის აკრძალვას საპროტესტო აქციები და მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. წელს ცდილობენ ისეთი რეგულაცია დააწესონ, რაც მისაღები იქნება როგორც მეწარმეებისთვის, ისე მოსახლეობისთვის.

ბათუმში მყოფი ტურისტებისთვის პროდუქტებსა და სერვისებზე ფასების ზრდასთან ერთად, უმთავრესი სადარდელი ამინდია. ბათუმში ამინდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ბმულზე: www.dari.ge

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია