"სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­ან­ტა­ნამოს ცი­ხის პა­ტიმ­რე­ბი სი­რი­ა­ში გა­ა­პა­რა"

"სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­ან­ტა­ნამოს ცი­ხის პა­ტიმ­რე­ბი სი­რი­ა­ში გა­ა­პა­რა"

2010 წლის 23 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­ან­ტა­ნა­მოს ცი­ხის სა­მი ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­ტიმ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბას, მა­თი­ვე უსაფ­რთხო­ე­ბის მიზ­ნით, არ ახ­მა­უ­რებ­და. თუმ­ცა ერ­თ-ერ­თი ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა იუწყ­ე­ბო­და, რომ ორი მათ­გა­ნი ლი­ბი­ე­ლი, ერ­თი კი - ირა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ტე­რო­რის­ტი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იმ­ხა­ნად აცხ­ა­დებ­და, რომ გუ­ან­ტა­ნა­მო­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბო­დათ, მაგ­რამ თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დნენ. ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ვერ და­ტო­ვებ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მუდ­მი­ვი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბოდ­ნენ, ხო­ლო თუ რამ­დენ ხანს მო­უ­წევ­დათ ყო­ფილ პა­ტიმ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­დაწყ­დე­ბო­და.

"გუ­ან­ტა­ნა­მოს ყო­ფი­ლი ტუ­სა­ღე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­უ­ლებ­რივ, რო­გორც სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ისე იცხ­ოვ­რე­ბენ, თუმ­ცა მათ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გას­ვლის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ. ეს სა­მი პი­როვ­ნე­ბა ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან არი­ან", - აცხ­ა­დებ­და მა­შინ შსს.

სა­ქარ­თვე­ლოს "მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის ქვეშ" მყო­ფი სა­მი პა­ტიმ­რის ვი­ნა­ო­ბა და ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მა­თი­ვე უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და პრი­ვა­ტუ­ლო­ბის გა­მო არ სა­ხელ­დე­ბო­და, ეს სა­კითხი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის რან­გში იყო აყ­ვა­ნი­ლი და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­და, ხე­ლი არა­ვის მი­უწ­ვდე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად პი­რო­ბი­სა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ში არ გან­თავ­სდე­ბოდ­ნენ, ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მუს­ლი­მა­ნი ტე­რო­რის­ტე­ბი გარ­კვე­უ­ლი დრო­ით გლდა­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ამის შემ­დეგ მა­თი კვა­ლი და­ი­კარ­გა. შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვი­ა, რა ბე­დი ეწი­ათ ყო­ფილ გუ­ან­ტა­ნამო­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გლდა­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყ­ვნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე იმ დო­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა იყო, რომ მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ერ­თი­-ორს თუ ჰქონ­და და მათ გა­რე­შე არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. ვგუ­ლის­ხმობ, ტე­რო­რის­ტე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­პა­რე­ბას. მაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი დი­დი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ თურ­ქეთ­ში გა­ა­პა­რა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სი­რი­ა­ში წა­ვიდ­ნენ. კარ­გა ხა­ნი­ა, რაც მათ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს".

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა