ელისო ჩაფიძე გათხოვდა

ელისო ჩაფიძე გათხოვდა

"ქართული ოცნების" წევრი და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე გათხოვდა. მისი რჩეული ქუთაისელი დავით მიქაბერიძეა. ახალდაქორწინებული წყვილი ცხოვრებას ქუთაისში გააგრძელებს. როგორც ელისო ჩაფიძემ "ამბები.გე"-ს განუცხადა, მომავალი მეუღლე რამდენიმე თვის წინ გაიცნო, თუმცა ერთი კვირის წინ დარწმუნდა, რომ ”მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო”. დავით მიქაბერიძე საკუთარი ბიზნეს საქმიანობით არის დაკავებული. წყვილი ჯვრისწერას შაბათს, 12:00 საათზე, გელათში გეგმავს.

"ჩემი წინასაარჩევნო კამპანია დავიწყე გელათში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იქაურობა. დათოს მფარველი გახლავთ დავით აღმაშენებელი, მის სახელს ატარებს და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ გელათში დავიწეროთ ჯვარი და ჩვენი პატივისცემის და სიყვარულის ნიშნად, ქუთაისში გადავიხადოთ ქორწილი", - განუცხადა "ამბები. გეს" ელისო ჩაფიძემ.

სანამ დეპუტატის მანდატს მიიღებდა, ელისო ჩაფიძე გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადილე იყო. ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარ კანდიდატად ელისო ჩაფიძე ასე წარადგინა: "კარგად დააკვირდით, გასათხოვარია, ძალიან ლამაზია და კარგი პატარძალი იქნება".

ანა მარშანია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია