გორის "დილამ" დანიური "ოლბორგი" 3:0 დაამარცხა

გორის "დილამ" დანიური "ოლბორგი" 3:0 დაამარცხა

ევროპალიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში გორის "დილამ" თბილისში დანიურ "ოლბორგს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა: 61-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა, მარჯვენა ფლანგიდან პასის შემდეგ - 1:0.

68-ე წუთზე მიხეილ გორელიშვილმა ორამდე გაზარდა გორელთა უპირატესობა - 2:0. 90-ე წუთზე კი მანვე დუბლი შეასრულა, როცა აბურჯანიას პასი გამოიყენა - 3:0.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში დანიაში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია