იმედა კახიანი - ირაკლი კუტალაძის საქციელი არაკაცურად მიმაჩნია

იმედა კახიანი - ირაკლი კუტალაძის საქციელი არაკაცურად მიმაჩნია

ამონარიდი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან:

იმედა კახიანი, მსახიობი:

- უკვე მეორე კვირაა, აქტუალობას არ კარგავს ნინის ხანმოკლე ქორწინების სკანდალური დასასრული. როგორც ვიცი, თქვენ პრესით თავს იკავებდით ამაზე საუბრისგან...

- ირაკლი კუტალაძეზე ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ დასაწუნი არაფერი სჭირდა. უბრალოდ, მისი მხრიდან ეს საქციელი არაკაცურად მიმაჩნია: არ იყო ახლა იმის დრო, რომ ასეთი რამეები ეთქვა. ნინი ფეხმძიმედ არის, სულ მალე შვილს ელოდება და რა დროს იმაზე საუბარია, ნინი წავიდა თუ მე წამოვედი და ასე შემდეგ... თავად არ უნდა ჰქონდეს იმდენი შეგნება, რომ ამ დროს ქალი არ გააღიზიანოს?! ხომ შეიძლება ბავშვს ზიანი მიადგეს. ბავშვი დაიბადებოდა და მერე ესაუბრა, ან ცოტა ადრე. 9 თვის ფეხმძიმეს რომ დაუწყო საქმის გარჩევა, როცა გაჩნდა გაუგებრობა, მაშინვე გაერკვია ყველაფერი. ისევ ვიმეორებ, ეს არაკაცური საქციელია, თორემ მე მათ საქმეში არ ჩავრეულვარ. ნინიმ რომ თქვა - მომწონსო, გამეხარდა, რადგან ირაკლის ბაბუას ვიცნობდი. გივი ჩიქვანაიას უდიდეს პატივს ვცემ მეც და მთელი საქართველოც. იგი გამოჩენილი წყალბურთელი იყო და საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანა. დარწმუნებული ვიყავი, გივის შვილიშვილი საუკეთესო იქნებოდა. თუმცა ცუდია თუ კარგია ირაკლი, მე არ ვიცი. მოსკოვში დაიბადა, გაიზარდა და ქართულად კითხვაც კი არ იცის. მხოლოდ ესმის და საუბრობს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია