ნიკოლოზ გორგიჯანიძე - ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო

 ნიკოლოზ გორგიჯანიძე - ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო

27 ოქტომბერს ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. კანდიდატები ნელ-ნელა გამოდიან ასპარეზზე, ჩვენც ერთ-ერთ კანდიდატს, ნიკოლოზ გორგიჯანიძეს ვესაუბრეთ:

- აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ იდეოლოგიური ტურიზმი, რომელიც ადამიანის ტვინში ჩაჯდება. რუსეთში არჩევნებში 30% მიიღო ზიუგანოვმა. ეს 30 % არის 40 მილიონი რუსი, რომელსაც აბოდებს სტალინზე. ამიტომ ჩვენ სტალინი და ბერია იმ დონემდე უნდა ავამაღლოთ, რომ მათ ინტერესი გაუჩნდეთ და ჩამოვიდნენ. მაგალითად, უნდა გავაკეთოთ ბერიას სახლ-მუზეუმი, წინ ძეგლით, სოჭიდან გამოსულ ავტობუსს კი ეწერება - ბერიადან სტალინამდე. ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა შევხვდე ზიუგანოვს.

- უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, თავად პუტინს შეხვედროდით?

- პუტინთან რა მესაქმება? ზიუგანოვს 40 მილიონი რუსი უჭერს მხარს. მას ვთხოვ, გზა გამიხსნას სოჭიდან, აფხაზეთში ჩამოსულ ტურისტებს კი ზუგდიდის გზას გავუყენებ. თანაც, ამ უმაღლესი დონის გზას მთლიანად რუსებს ვაკეთებინებ.

- ისე, რომ ჩვენ არ დავხარჯავთ ფულს?

-არა რა ფული, მაგ ჭკუაზე ვარ, ჩვენი ფული დავხარჯო? მე მაგას ვერ მომატყუებენ, მცირე ბიზნესის გენერალი ვარ., ვიცი, როგორ ვიშოვო ფული. ზუგდიდში გავაკეთებ უშველებელ ბაზარს და რუსეთიდან ჩამოსულები ჩვენგან წაიღებენ კარტოფილს, პამიდორს, კიტრს და სხვ... ჩხოროწყუელი და წალენჯიხელი გლეხები ერთი ავტობუსიდან 50-60 ლარს იშოვიან და ეს ყველაფერი ნიკო ბაბუს დამსახურება იქნება. თან, როგორც ამერიკაშია თავისუფლების ქანდაკება, ისე დავდგამთ საქართველოში სტალინის ძეგლს, რომელსაც დავარქმევთ განმათავისუფლებლის ქანდაკებას. სტალინი იქნება სემინარიელი ბიჭი, რომელსაც ხელში ბიბლია ეჭირება.

- ანუ გამოდის, რომ ქვეყნის ბიუჯეტი სტალინზე და ბერიაზე იქნება დამოკიდებული...

-კახეთში მივაგენი სტალინის მამის საფლავს, თელავში ყოფილა. აფხაზეთიდან წამოყვანილ ყველა ტურისტს მივიყვან იქ და ერთი ჭიქა ღვინოს უფასოდ დავალევინებ, ყოველი მომდევნო ჭიქა კი 2 ლარი ეღირება. თქვენ გინახავთ, რუსი ერთ ჭიქაზე ჩერდებოდეს? ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა შემოსავალს მოგვიტანს. მთელ მსოფლიოში უნდა გავხსნათ "სტალინის სააგენტოები", სადაც ამ ტურს გააცნობენ მსურველებს.

- გამოდის, სტალინისა და ბერიას ხსოვნის პატივსაცემად ჩამოსული რუსების ხარჯზე უნდა ვიცხოვროთ?

-აბა რა. რუსების ხარჯზე უნდა ვიცხოვროთ.

- სტალინის დაბადების დღე დეკემბერშია და ზამთრის სიცივე არ იმოქმედებს ხალხის რაოდენობაზე?

- ეს ჩენთვისაა სიცივე, თორემ რუსებს რა უჭირთ? თანაც ხალხმრავლობა რომ იქნება, არ შეცივდებათ. არ გეგონოთ, რომ მარტო საზღვაო კურორტებზე ვფიქრობდე. მაგ. მინდა საბაგიროს გაკეთება ბახმაროდან ბათუმამდე. ჯერ მთაში დაისვენებს კაცი და მერე უცებ ჩავა ზღვაზე.

-საქართველოში ბევრს არ უყვარს სტალინი და არ გეშინიათ, რომ ეს ხალხი თქვენ მხარს არ დაგიჭერთ?

- სტალინი არც მე მიყვარს. სტალინით მე ფულის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი მიზნების განსახორციელებლად მჭირდება სტალინი.

- კონკურენტებიდან ვის მიჩნევთ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ?

- არავის. ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო, მე ხომ ღარიბებისათვის მოვდივარ, ესე იგი, თუ მე გავიმარჯვე, ღარიბები ბევრნი ყოფილან და ეს ცუდია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა