დე­და­ქა­ლა­ქის "გა­საგ­რი­ლე­ბე­ლი" ად­გი­ლე­ბი

დე­და­ქა­ლა­ქის "გა­საგ­რი­ლე­ბე­ლი" ად­გი­ლე­ბი

კუს ტბა

კუს ტბა აქ­ტუ­ა­ლო­ბას წე­ლი­წა­დის არც ერთ სე­ზონ­ზე არ კარ­გავს. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სა­ვარ­ჯი­შოდ უპი­რა­ტე­სო­ბას სწო­რედ კუს ტბას ანი­ჭე­ბენ. ზაფ­ხუ­ლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე თბი­ლი­სის ცენ­ტრში მდე­ბა­რე და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გილს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს გა­სა­რუ­ჯად და გა­საგ­რი­ლებ­ლად. დამ­სვე­ნებ­ლებს აქ კომ­ფორ­ტუ­ლად მოწყ­ო­ბი­ლი პლა­ჟი და ღია სა­ზაფ­ხუ­ლო კა­ფე-­ბა­რე­ბი ელის. ბავ­შვე­ბის­თვის კი მოწყ­ო­ბი­ლია ხე­ლოვ­ნურ­სა­ფა­რი­ა­ნი მო­ედ­ნე­ბი და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ წყლის ვე­ლო­სი­პე­დით გა­სე­ირ­ნე­ბა, რომ­ლის და­ქი­რა­ვე­ბაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით 7 ლა­რი ღირს.

თბი­ლი­სის ზღვა

თბი­ლი­სის ზღვა­ზე გა­რუჯ­ვა და ცურ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლი­ა, მაგ­რამ სა­ნა­პი­რო ზო­ლის დი­დი ნა­წი­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი­ა. ამის მი­უ­ხე­და­ვად ზაფ­ხუ­ლის სიცხ­ეს აქ თავს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აფა­რებს. თბი­ლი­სის ზღვის კლუ­ბი მომ­ხმა­რე­ბელს წყლის სპორ­ტი­სა და გარ­თო­ბის სრულ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს. კლუ­ბის ერ­თდღი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტის ფა­სი 15-დან 20 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

ლა­გუ­ნა ვე­რე

ლა­გუ­ნა ვე­რეს სპორ­ტულ­-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრი 33 წელ­ზე მეტს ით­ვლის. კომ­პლექ­სი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სატ­რე­ნა­ჟო­რო და აე­რო­ბი­კის დარ­ბა­ზე­ბი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი, კა­ფე-­ბა­რე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი. ერ­თჯე­რა­დი აბო­ნე­მენ­ტის ფა­სი 15 ლა­რი­ა.

ლი­სის ტბა

ლი­სის ტბა ქა­ლა­ქის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნა­ა. ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­მო­ირ­ჩე­ვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფა­უ­ნით. აქ­ვე მოწყ­ო­ბი­ლია სარ­ბე­ნი და ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი, სა­ბავ­შვო მო­ედ­ნე­ბი, ღია კა­ფე­ე­ბი.

ვა­კის აუ­ზი

თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი ვა­კის აუ­ზი­ა. კლი­ენტს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს აუ­ზით, სა­უ­ნით, ჯა­კუ­ზით და სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზით. აუ­ზი და­ხუ­რუ­ლი­ა, თუმ­ცა გა­რუჯ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვე­რან­და­ზე. ვა­კის აუზ­ზე ერ­თჯე­რა­დად შეს­ვლა 90 ლა­რი ღირს.

მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია