"პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?!."

"პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?!."

"ვგრძნობ, რომ ამ ბოლო დროს მშვიდად ვსუნთქავ... ვგრძნობ, რომ ერი არ იჩაგრება, სადღაც ვიღაცას თავში არ ურტყამენ და არ აუპატიურებენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალი იყო, კაცი თუ ბავშვი, ყველას ურტყამდნენ და ჩაგრავდნენ... არავისთან მითქვამს ეს ჯერ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი უსუსურობა და უმწეობა ყელში ისე წამიჭერდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი... იცით, ღმერთმა მაპატიოს, თუ ცოდვას ვამბობ, მაგრამ გიგასა და ოთარის სიკვდილში იმ უმძიმესმა ვითარებამაც დიდი როლი ითამაშა... მე ვიცი, რომ ისინი იმ ყველაფერს, რაც მაშინ ხდებოდა, ძალიან განიცდიდნენ... მეც დამაავადა ნერვიულობამ... ამდენი ადამიანის გაუბედურება მათ არ უნდა შერჩეთ. ამ ყველაფრის შემდეგ "ნაციონალებთან" კოაბიტაციას რომ ახსენებენ, ნერვები მეშლება", - ამბობს მსახიობი გურამ ფირცხალავა ჩვენთან საუბარში და ქართველ ერს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

- ქუჩაში რომ გამოვდივარ, ვგრძნობ, რომ გარშემო მოსიარულე ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ... ხალხმა იგრძნო, რომ თავისუფალი მოქალაქეები არიან და აზრის გამოხატვა შეუძლიათ. ისე, ზოგი ზედმეტსაც აკეთებს უკვე. ნამეტანი უცებ მოუნდათ ყველაფერი.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ყველას ერთბაშად მოუნდა ბინები, ბანკის ვალების დაფარვა, მაღალი ხელფასები, სტიქიისგან დაზარალებულებს სამმაგი დახმარება. კახეთში უკვე ხუმრობენ, ჯიპების ავტოფარეხი გახდა მთელი კახეთიო... რას ვიზამთ, ადამიანები სუსტები ვართ რაღაცების მიმართ. ერთ დღეში გვინდა ყველაფერი. სექსუალურ უმცირესობასაც მოუნდა თავისი ადგილის დამკვიდრება. გვავიწროებენო. როდის ვინ აკადრა რამე ზედმეტი, ჩემო ბატონო, წაგვლეკეს ლამისაა და კიდევ აქეთ გვერჩიან, ცოტანი ვართ და უნდა გავბევრდეთო. გადაირევი კაცი. ჩემს ყმაწვილკაცობაში სულ ორი კაცი მახსოვს "მასეთი". საერთოდ, ასეთი ორიენტაციის "კაცების" არსებობის შესახებ მას შემდეგ გავიგე, როდესაც ჯარიდან ჩამოვედი. ძალიან დიდი ხნის წინანდელ ამბავს გიყვებით და არ მახსოვს, რამდენ ხანს მქონდა პირი ღია, მაგრამ მახსოვს, კარგა ხანს პირღია ვიდექი... ასეთი რამ ვერ წარმომედგინა. ის, რაც თბილისში 17 მაისს მოხდა, წმინდა წყლის პროვოკაცია იყო. ბიჭები ქაშუეთის ეკლესიაში გვესვენა და ამათ რაღაც მაიმუნობა მოუნდათ. გვავიწროებენო... ჯერ ერთი, მათ მართლა არავინ ჩაგრავთ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ერთი დღით გადაეწიათ ის აქცია, რას ჩაგრავენ იმისთანას, ერთი დღის ატანა რომ არ შეეძლოთ. ჯერ გამოგვეგლოვა ის ბიჭები და მერე შეიძლებოდა, ეწუწუნათ, თუკი ჰქონდათ რამე საწუწუნო... მაგრამ იმან, ვინც ეს დაგეგმა, ქართველი კაცის ბუნება კარგად იცოდა და ისიც იცოდა, რომ გარდაცვლილებს ოდითგანვე განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ და ასეთ რამეს ემოციურად შევხვდებოდით. ქართველი კაცი სამძიმარზე რომ შედიოდა, ხანჯალს იხსნიდა და გარეთ ტოვებდა... ასე რომ, ახლა თანდათან დგება დამშვიდების, ჯანსაღი და საჭირო საქმის კეთების დრო. ისე კი არა, მარჯანიშვილი რომ გააკეთეს და ქაღალდის რომ აღმოჩნდა. კახეთში ხალხს სახლები რომ გადაუხურეს, ყველა გადაყარა ქარმა, წესიერად დაჭედებულიც არ ყოფილა... არაფერი აინტერესებდათ, დაკუნტრუშობდნენ თავისთვის და ერთობოდნენ.

- ეს ხელისუფლებაც უცნაური კანონების მიღებით არის დაკავებული...

- ზოგჯერ სიზმარში მგონია თავი. რაღა დროს ასეთ სისულელეებზე დროის ხარჯვაა, სერიალებისა და პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, იმდენი პრობლემაა ქვეყანაში. ან კოცნაში რა არის ცუდი, თუ რაღას აღვირახსნილობაში არ გადაიზრდება?.. ამ სიახლეებს რამდენიმე დღის წინ მოვკარი ყური, მაგრამ იმედია, ყველაფერი დალაგდება და გამოსწორდება. ამ ყველაფერს მოევლება. ზოგჯერ ჩემი ცოლიც უყურებს სერიალებს, განსაკუთრებით იმ თურქულს, კაიაო, ამბობს... თუმცა, მე მაინც მგონია, ქართველი კაცის შინაგანი კულტურა სხვანაირია და დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი კანონების გარეშე აილაგმება. მთავარია, "ზემოდან" არ იყოს მოწოდებული და წახალისებული... ახალგაზრდებს ბუჩქებისკენ მოუწოდებდა ის ავადმყოფი. ახალი მთავრობა კიდევ ბევრ რამეს არ ამბობს მათ ნამოქმედარს. არადა, წარმოგიდგენიათ, ისინი რომ იყვნენ, რას არ იტყოდნენ... პატარა რაღაცაზე იმხელა პიარს აგებდნენ, ბუზისგან სპილოს აკეთებდნენ. ახლა ბედუკაძეზე უნდათ ჯოხის გადატეხა. არადა, ამ კაცმა გამოააშკარავა ამ გათახსირებულების ნამოქმედარი. რა უნდათ მისგან, ციხეში რომ აღმოჩნდეს? ჯერ თავად ჩასხდნენ ციხეში სააკაშვილი, უგულავა და მისი თანამოაზრეები და მერე ჩაჯდება ბედუკაძეც... მე ვიცი, რომ ის ამ ყველაფერში ნამდვილად არ ყოფილა გარეული, სადღაც, ერთ კადრში მოვკარი თვალი, ვიღაცას გაულაწუნა თუ რაღაც... ვიცი, რომ საზიზღრობას ყველას აკეთებინებდნენ, მაგრამ პატიმრები მასზე აუგს არ ამბობენ. პირიქით, ის რომ გამოჩნდებოდა, სუნთქვის საშუალება გვეძლეოდაო, თქვეს. არ ვიცი, დანარჩენს ალბათ უფრო დეტალურად შესაბამისი უწყება იტყვის, მე ჩემს აზრსა და დამოკიდებულებას ვამბობ ამ ადამიანის მიმართ.

ისე კი, თურმე ამერიკასა და ევროპაში სასწაულები ხდება. ერთმანეთს უსმენენ, ყველა ნაბიჯზე უთვალთვალებენ და ყველა დეტალი იციან ერთმანეთზე. რასაც მიშა საქართველოში აკეთებდა, იმას აკეთებდნენ ისინი მთელ მსოფლიოში. ეტყობა, მათ ჩაუტარეს მიშას ამის გაკვეთილები და ამ გადარეულს მეტი რა უნდოდა... ეტყობა, იფიქრა, ასე უნდა ქვეყნის მართვაო და თავის დამქაშებს ეცა. დაიწყო ყველაფრის აღწერა, ვინ ვისთან წევს, რატომ და რამდენ ხანს და ათასი საძაგლობა... დარწმუნებული ვარ, ბოკერია, უგულავა, მერაბიშვილი, სააკაშვილი და კიდევ ერთი-ორი, იმ საცოდავ ადამიანებს რომ უყურებდნენ, ხითხითებდნენ, ნახე, ამბობს, ქურდი ვარო და ფარშევანგივით ცოცხი აქვს გარჭობილიო... ისიც ითქვა, ეს ვიდეოჩანაწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანესო. რა ძნელი მისახვედრია, რომ მიშას მიუტანეს და იმ გადარეულმა უყურა. ახლა ამბობენ, არც პრეზიდენტმა იცოდა და არც ჩვენო. მე ვიცოდი, ერთმა უბრალო არტისტმა და შენ არ იცოდი, გიგა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარევ? რისი თავმჯდომარე ხარ, აბა, რას აკეთებდი, იმ კაბინეტში რომ იჯექი? ან უგულავამ არ იცოდა... თქვენ ყველანი იმ მატყუარა რასმუსენებს და იმ ბებერ დიპლომატებს ჰგავხართ და დიდი ეჭვი არსებობს, რომ იმათ ფული აქვთ აღებული ჩუმად ყოფნაში. აბა, რასმუსენს ფაშისტი "ნაციონალებისთვის" ხელის გადაფარება რაში დასჭირდა?..

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია