პარტია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს მოაგროვებს, 1 მილიონს მიიღებს

პარტია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს მოაგროვებს, 1 მილიონს მიიღებს

საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ის მოგროვებას შესძლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონს მიიღებს.

წესი, რომელიც ყოფილი მმართველი გუნდის "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის ერთი ნაწილის შეთანხმების შედეგად საარჩევნო კანონმდებლობაში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩაიდო და რომელიც მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვრცელდება, საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხება.

კერძოდ, მოქმედი "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას 5%-იან ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად, ერთჯერადად არა უმეტეს 1 000 000 ლარს იღებს, მათ შორის, 300 000 ლარს მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფარვის მიზნით 1 მილიონს მიიღებს როგორც საპარლამენტო არჩევნებში 5%-ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტი, ასევე ის, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 10%-ს და მეტს მოაგროვებს.

კანონპროექტი ინიცირებულია ზაქარია ქუცნაშვილის მიერ, ხოლო მის ავტორად დასახელებულია ინტერფრაქციული ჯგუფი და ცესკო. კანონპროექტს თან ერთვის მემორანდუმი, 12 პოლიტიკური გაერთიანების ხელმოწერით.

შეგახსენებთ, რომ არჩეულად ითვლება პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმას არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი მისცემს. თუკი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

ამასთან, პარლამენტში ცალკე პროექტის სახით დარეგისტრირდა საარჩევნო კანონდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას და ასევე უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა