ჯაბა ჯიშკარიანი - "ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მიქაუტაძის წამებაში მონაწილეობდნენ"

ჯაბა ჯიშკარიანი - "ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მიქაუტაძის წამებაში მონაწილეობდნენ"

ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯაბა ჯიშკარიანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი გახლდათ. რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ყველაფერს აპროტესტებდა, რაც ძველი მთავრობის ქმედებებში არ მოსწონდა. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მისი მეგობრების ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გადავიდა. ჯაბა კი ამ ბოლო დროს არსად ჩანდა.

- ჯაბა, როგორ გრძელდება შენი ცხოვრება ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

- ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო თანასწორუფლებიანი თავისუფალი საზოგადოება, სადაც ხელისუფლება ყოველთვის ორიენტირებული იქნებოდა სამართლიანობასა და ხალხის ნების აღსრულებაზე. ჩემთვის ყოველთვის ფასეული იყო ადამიანის უფლებების დაცვა და დღესაც ამ ნიშას ვიკავებ. მეგობრებთან ერთად ადამიანების უფლებების დაცვას "სამოქალაქო ფრონტის" სახელით ვაგრძელებ. ველოდებით ძველი დანაშაულებების გახსნას, როდესაც ძველი ხელისუფლება კრიმინალურად, არაკანონიერად მოქმედებდა საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

- არჩევნების შემდეგ რამდენიმე უფლებადამცველი საკმაოდ წარმტებულად დასაქმდა, დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია...

- ყველას თავისი ცხოვრება აქვს. წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ არასოდეს მიბრძოლია პრივილეგიებისთვის. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ადამიანებმა თავიანთი ადგილი იპოვეს. დღემდე ჩემი მეგობრები არიან და ასე იქნება. რაც შეეხება მათ არჩევანს, მივესალმები, მაგრამ ჩემი საქმე არ არის კონკრეტულ უწყებაში ჩაკეტვა.

- დღეს რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერ მხარს?

- არც ერთს (იღიმება)... ეს არ არის ჩვენი ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი. მე ვიბრძვი ჩემს მეგობრებთან ერთად - აკაკი დარასელია, ილია წურწუმია, გიორგი დალაქიშვილი, გოგიტა ხიზანიშვილი და სხვები... ბოლო დროს აქცია არ მოგვიწყვია, მაგრამ განცხადებებს ვავრცელებთ. ბოლოს მიქაუტაძის საქმეზე გავავრცელეთ განცხადება. ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ. გასაგებია, რომ საქართველოს ჰყავს ახალი ხელისუფლება, რომელიც სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენ თუ არ გვინდა, გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის ახალი ეპოქა დაიწყოს საქართველოში, რომლის თვალნათელი მაგალითია ბატონი მიქაუტაძე, ის თვითმკვლელობამდეა მიყვანილი, ველოდებით შსს-დან და სხვა უწყებებიდან, რომ დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, რათა სხვებმა იგივე არ გაბედონ. განცხადებაშიც აღვნიშნეთ, რომ ეს ახალი ხელისუფლების რეიტინგზეც აისახება. ვნახოთ, დასჯის დამნაშავეებს თუ ახირების პოზიციაში ჩავარდება, როგორც თავის დროზე მერაბიშვილი და სააკაშვილი იქცეოდნენ.

- ჯაბა, იმ ადამიანებიდან, ვის წინააღმდეგაც იბრძოდით წინა ხელისუფლების დროს, დღეს ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია დაკავებულები არიან. რამდენად ადეკვატურია ის ბრალი, რაც ახალაიას წარუდგინეს?

- რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, მას მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას არა აქვს საკმარისი მტკიცებულება და ალბათ მოქალაქეები კეთილს ინებებენ, მივლენ და დაწერენ საჩივრებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია