გიორგი მარგველაშვილი - 27 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ყველაზე კარგი საცხოვრებელი ადგილი იქნება

გიორგი მარგველაშვილი - 27 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ყველაზე კარგი საცხოვრებელი ადგილი იქნება

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანა ბევრად უფრო სტაბილური გახდება და ნაკლებად ორიენტირებული იქნება ყოველდღიურ მედიასკანდალებზე.

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრობისას განაცხადა, 27 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველაზე კარგი საცხოვრებელი ადგილი იქნება.

"ყოვედღიურად იყო მოლოდინი იმისა, თუ რას გვიმზადებს ხელისუფლება. მოქალაქე ელის იმას, კიდევ რა სკანდალი მოხდება. აი, ეს ფუჭი თემებით და ფუჭი სკანდალებით ცხოვრება დასრულდება. ყველა გადაიღალა იმით, რომელმა პოლიტოკოსმა ვინ გალანძღა. ეს იქნება ქვეყანა, რომელიც საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე კარგი საცხოვრებელი იქნება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი რეალურად არც ისე უფლებაშეზღუდულია, როგორც ამაზე საუბრობენ, - ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრობისას განაცხადა.

"თუ გინდა იყო დიქტატორი, ამ ინსტიტუტით დიქტატორი ვერ გახდები, რაც ძალიან კარგია, რადგან მე ვიქნები, თუ სხვა იქნება, მას ზედმეტი ზეგავლენის შეზღუდული შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, თუმცა ამავე დროს, მას დიდი შესაძლებლობა აქვს ადამიანების დაფასების, აქვს სერიოზული უფლებამოსილებები სამხედრო ძალებზე, აგრეთვე უშიშროების საბჭოსთან, მარეგულირებლებთან მიმართებაში, რაც ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის კარგ ფუნდამენტს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა