რა­ტომ არ მოს­წონთ ხა­დუ­რის შვი­ლებს ნა­თე­ლაშ­ვი­ლი და "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტე­ბი"

რა­ტომ არ მოს­წონთ ხა­დუ­რის შვი­ლებს ნა­თე­ლაშ­ვი­ლი და "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტე­ბი"

ფი­ნან­სთა მი­ნისტრ ნო­დარ ხა­დურს ორი შვი­ლი ჰყავს, მა­რი­ა­მი რვა წლი­სა­ა, ნი­კო­ლო­ზი - ექ­ვსის. ბავ­შვებს სა­მი­ნის­ტრო­ში არა­სა­მუ­შაო დღეს შევ­ხვდი. მა­რი­ა­მი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას აპი­რებს, ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თუ­ლი ენა და წიგ­ნე­ბის კითხ­ვა. ნი­კო­ლოზს კი პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა სურს. მა­რი­ა­მი პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში სწავ­ლობს, ნი­კო­ლო­ზი კი წელს შე­დის სკო­ლა­ში.

ინ­ტერ­ვიუ საკ­მა­ოდ სა­ხა­ლი­სო გა­მო­ვი­და, რაც მი­ნის­ტრის ქა­ლიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. მა­რი­ა­მი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა.­ პა­ტა­რე­ბი იმ­დე­ნად კარ­გად ერ­კვე­ვი­ან პო­ლი­ტი­კა­ში, რომ პო­ლი­ტი­კა­ზე კითხ­ვებს გვერ­დი ვერ ავუ­ა­რეთ, მათ მე­ტად სა­ხა­ლი­სო პა­სუ­ხე­ბი გაგ­ვცეს.

- მა­რი­ამ, სკო­ლის შემ­დეგ ­რას აკე­თებ, რი­თი ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ბას­ტი-­ბუ­ბუ­ში დავ­დი­ვარ. ვმღე­რი­, ვცეკ­ვავ, ბა­ლეტ­ზეც დავ­დი­ვარ. ინ­გლი­სურ­საც ვსწავ­ლობ.

- ბა­ლე­ტი გიყ­ვარს?

- არა. პუ­ან­ტე­ბის ჩაც­მა არ მიყ­ვარს, ვარ­ჯი­ში ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი­ა, ვარ­ჯი­შის შემ­დეგ კი­სე­რი მე­ჭი­მე­ბა ხოლ­მე. ჩე­მი ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლის თქმით, ბა­ლე­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია (გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ამ­ბობს). აი, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ბა­ლეტ­ზე აღარ ვივ­ლი.

- რო­გორც გა­ვი­გე, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა გაქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შევ­ხვდე, მინ­და ტე­ლე­ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყო.

- მა­მი­კომ მო­გი­წო­ნა არ­ჩე­ვა­ნი?

- არ ვი­ცი. ერ­თხელ "რუს­თა­ვი 2-ის" ჟურ­ნა­ლისტს ისე­თი ამ­ბა­ვი აუ­ტე­ხა, გა­და­ვი­რი­ე.

- შენ რო­მელ არ­ხზე გინ­და იმუ­შა­ო?

- "ი­მედ­ზე".

ნი­კო­ლო­ზი: - მე ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ცია უნ­და გა­მო­ვი­დე.

- მე­რე რას იზამ?

- ნა­ცი­ო­ნა­ლებს შე­ვუ­ტევ.

მა­რი­ა­მი: თუ ია­რ­სე­ბე­ბენ (ი­ცი­ნის)...

- ნი­კო­ლოზ, არ მოგ­წონს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი?

- მა­გათ­კენ არ ვარ!

- აბა ვის­კენ ხარ?

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­კენ". შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს და "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტებ­საც" ვიც­ნობ, მაგ­რამ არც ეგე­ნი მომ­წონს. მარ­ტო ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი მიყ­ვარს.

- მა­რი­ამ, მა­მი­კო რომ მი­ნის­ტრია, გი­ხა­რი­ა?

- არა. სა­დაც მივ­დი­ვართ, ნი­კო­ლო­ზი ყველ­გან იძა­ხის, ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრის შვი­ლი ვა­რო, ამა­ზე ძა­ლი­ან ვღი­ზი­ან­დე­ბი. მა­მაც მე­უბ­ნე­ბა, სწო­რი ხა­რო. არ შე­იძ­ლე­ბა იძახ­დე, მი­ნის­ტრის შვი­ლი ვა­რო. ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ მომ­წონს!

ნი­კო­ლო­ზი: - მე მი­ხა­რია, მა­მი­კო რომ მი­ნის­ტრი­ა.

- შინ გვი­ან რომ მო­დის, მა­ინც?

- მე­რე რა, ახ­ლა ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი (ინ­ტერ­ვიუ სა­მი­ნის­ტრო­შია ჩა­წე­რი­ლი).

- მა­რი­ამ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­გო­რი პრე­ზი­დენ­ტი­ა?

- ამ­ჯე­რად პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა და აღარც არის უკ­ვე! ასე ვთქვათ­, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია. მი­შა ძა­ლი­ან უსა­მარ­თლო­ა. კარ­გა­დაც არ მუ­შა­ობ­და, სა­მი მი­ლი­ო­ნი მარ­ტო გარ­თო­ბა­ში აქვს და­ხარ­ჯუ­ლი (ი­ცი­ნის).

- ეგ ვინ გითხ­რა?

- გა­ვი­გე, მა­მამ თქვა ტე­ლე­ვი­ზორ­ში (საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად მიყ­ვე­ბა ამ­ბავს). მი­შა მხო­ლოდ თა­ვის თავ­ზე, თა­ვის პარ­ტი­ა­ზე ფიქ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ერ­თოდ არ მი­უ­ხე­დავს.

- რად­გან ამ­დე­ნი რამ იცი სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენ­ტზე, ისიც გე­ცო­დი­ნე­ბა, ვინ იქ­ნე­ბა კარ­გი პრე­ზი­დენ­ტი.

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კარ­გი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა! ი­მი­ტომ რომ კარ­გი კა­ცი­ა, პა­ტი­ო­სა­ნი.

- აბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რო­გორ და­მი­ხა­სი­ა­თებ?

- კე­თი­ლი და საყ­ვა­რე­ლია. ტყი­ბულ­ში გა­ვი­ცა­ნი, მე­ო­რედ კა­ლა­ძის გა­ცი­ლე­ბა­ზე ვნა­ხე. კა­ხი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი­ა.

- ძა­ლი­ან პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი გო­გო ხარ, წიგ­ნე­ბის კითხ­ვა გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს. სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა მომ­წონს. ახ­ლა ბერ­ძნულ მი­თებს ვკითხ­უ­ლობ. მა­მი­კო მირ­ჩევს ხოლ­მე, რა წიგ­ნე­ბი წა­ვი­კითხ­ო.

- მკაც­რია ბა­ტო­ნი ნო­და­რი?

- არა. დე­და უფ­რო მკაც­რი­ა. მამამ ფუ­ლი მა­ჩუ­ქა და "ბა­სე­ი­ნი" უნ­და ვი­ყი­დო.

- შენ რომ პრე­ზი­დენ­ტი იყო, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- ხალხს მი­ლი­ონ­ლა­რი­ან ვა­უ­ჩე­რებს და­ვუ­რი­გებ­დი. გავ­ზრდი­დი პენ­სი­ებს. უსახ­ლკა­რო­ებს მივ­ცემ­დი სახ­ლებს.

ნი­კო­ლო­ზი: მეც ვიც­ნობ ბი­ძი­ნას, კარ­გი კა­ცია, ტყუ­ი­ლებს არ ამ­ბობს.

- აბა, ვინ ამ­ბობს ტყუ­ი­ლებს?

- მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლი.

- მა­რი­ამ, მო­მი­ყე­ვი, რო­გორ ის­ვე­ნებთ ხოლ­მე?

- მა­მა ყო­ველ­თვის მუ­შა­ობს და სახ­ლში რო­ცა მო­დის, დროს ერ­თად ვა­ტა­რებთ.

- აქ­ცია რას ნიშ­ნავს?

- ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბა და რა­ღა­ცებს ითხ­ო­ვენ. შემ­დეგ ჩხუ­ბო­ბენ და გა­და­დე­ქის ყვი­რი­ან.

- მა­რი­ამ, დე­დი­კო რას საქ­მი­ა­ნობს?

- დე­დი­კო ექი­მი იყო, მე­რე წა­მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან. ალ­ბათ, ხელ­ფა­სე­ბი არ მოს­წონ­და, მე ეგ­რე ვფიქ­რობ.

მა­რი მგე­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია