რა პრე­ტენ­ზი­ე­ბით მი­მარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი პლას­ტი­კურ ქი­რურ­გებს

რა პრე­ტენ­ზი­ე­ბით მი­მარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი პლას­ტი­კურ ქი­რურ­გებს

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. მარ­თა­ლი­ა, მსოფ­ლი­ოს ვარ­სკვლა­ვე­ბი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს და არა­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დით თა­ვის გა­ლა­მა­ზე­ბას უწე­ვენ პრო­პა­გან­დას, მაგ­რამ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ბუ­მი უფ­რო და უფ­რო იზ­რდე­ბა. მან­დი­ლოს­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად მკერ­დის და ცხვი­რის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას იკე­თე­ბენ. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი გია გვა­რა­მია ესა­უბ­რე­ბა.

- ცხვი­რის რი­ნოპ­ლას­ტი­კა უფ­რო და­იხ­ვე­წა, თუ ად­რე და­ხუ­რუ­ლი მე­თო­დით კეთ­დე­ბო­და ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ა, ახ­ლა ნარ­კო­ზით ვა­კე­თებთ, ეს უფ­რო დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­დე­გიც გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი­ა. ოპე­რა­ცი­ის დროს ვხე­დავთ ყვე­ლა დე­ტალს. ოპე­რა­ცი­ამ­დე ხდე­ბა ფო­ტო­მო­დე­ლი­რე­ბა, არ­სე­ბობს სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­შიც უნ­და ჯდე­ბო­დეს ცხვი­რის ფორ­მა - რამ­დე­ნი უნ­და მო­ვაკ­ლოთ კე­ხი, რო­გორ შევ­ცვა­ლოთ ცხვი­რის წვე­ტი და ა.შ. ამ ყვე­ლა­ფერს პა­ცი­ენ­ტთან ვა­თან­ხმებთ და ბო­ლო ეტა­პი არის ოპე­რა­ცი­ა.

- გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, პა­ცი­ენ­ტის­თვის უა­რი გეთ­ქვათ ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ა­ზე?

- საკ­მა­ოდ ხში­რად. ძი­რი­თა­დად ეს ეხე­ბა 18-19 წლის მო­ზარ­დებს, რო­მელ­თაც ჰგო­ნი­ათ, რომ მათ­თვის ცხვი­რის ფორ­მის შეც­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. არა­და, ხე­დავ, რომ ეს უბ­რა­ლო ახი­რე­ბა­ა. ამ დროს ვურ­ჩევთ, რომ თა­ვი შე­ი­კა­ვონ ოპე­რა­ცი­ის­გან, შეხ­ვდნენ სხვა ქი­რურ­გებს და თუ მა­ინც ექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, ამის შემ­დეგ მოგ­ვმარ­თონ.

- პა­ცი­ენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ახი­რე­ბა რა არის?

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა პა­ცი­ენტს პრე­ტენ­ზია გა­მო­უთ­ქვამს შე­შუ­პე­ბუ­ლი ცხვი­რის გა­მო. არა­და, ცხვი­რის სა­ბო­ლოო ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ერ­თი წე­ლი სჭირ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფო­ტო­მო­დე­ლი­რე­ბის წყა­ლო­ბით პა­ცი­ენ­ტმა წი­ნას­წარ იცის, რო­გო­რი ცხვი­რი ექ­ნე­ბა და პრე­ტენ­ზი­ე­ბიც ნაკ­ლე­ბი­ა. მთა­ვა­რი მოთხ­ოვ­ნა ის არის, რომ ადა­მი­ანს არ უნ­და ეტყ­ო­ბო­დეს ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ცხვი­რი.

- რა ღირს ცხვი­რის ფორ­მის შეც­ვლა და რის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვრე­ბა ფა­სი?

- თან­ხა 2500-დან 4500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ოპე­რა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბას გან­საზღ­ვრავს სხვა­დას­ხვა ნი­უ­ან­სი და არა ცხვი­რის ზო­მა. ად­რე 20 წუთ­ში მთავ­რდე­ბო­და ცხვი­რის ოპე­რა­ცია და და­ხუ­რუ­ლად კეთ­დე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა ძვი­რია ნარ­კო­ზი, კი­დევ არის სხვა დე­ტა­ლე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც გა­ნი­საზღ­ვრე­ბა ფა­სი.

- ხში­რად მოგ­მარ­თა­ვენ გან­მეო­რე­ბი­თი რი­ნოპ­ლას­ტი­კის მოთხ­ოვ­ნით?

- ასე­თი შემ­თხვე­ვაც ყო­ფი­ლა. გან­მე­ო­რე­ბი­თი რი­ნოპ­ლას­ტი­კის მი­ზე­ზი იყო ძვე­ლი ტექ­ნი­კა, ახ­ლა და­იხ­ვე­წა, სულ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაჩ­ნდა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია