ელისო ჩაფიძის ქორწილში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა

 ელისო ჩაფიძის ქორწილში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა

სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ელისო ჩაფიძის ქორწილის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. წყვილმა დღეს გელათში ჯვარი დაიწერა.

ელისო ჩაფიძის ქორწილში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა. როგორც "ამბები.გეს" პატარძლის ერთ-ერთმა მეგობარმა განუცხადა, პრემიერის გარდა, სტუმრებს შორის იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცე-სპიკერები და დეპუტატები. როგორც "ამბები.გეს" წყარომ აცნობა, ელისო ჩაფიძემ მეგობრებს თხოვა, რომ ჟურნალისტებთან ქორწილის შესახებ ინფორმაცია არ გასულიყო.

"ქართული ოცნების" წევრი და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე რამდენიმე დღის წინ გათხოვდა. მისი რჩეული ქუთაისელი დავით მიქაბერიძეა. ახალდაქორწინებული წყვილი ცხოვრებას ქუთაისში გააგრძელებს.

"ჩემი წინასაარჩევნო კამპანია დავიწყე გელათში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იქაურობა. დათოს მფარველი გახლავთ დავით აღმაშენებელი, მის სახელს ატარებს და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ გელათში დავგეწერა ჯვარი და ჩვენი პატივისცემის და სიყვარულის ნიშნად, ქუთაისში გადავიხადოთ ქორწილი", - განუცხადა "ამბები. გეს" ელისო ჩაფიძემ.

მისი თქმით, მომავალი მეუღლე რამდენიმე თვის წინ გაიცნო, თუმცა ერთი კვირის წინ დარწმუნდა, რომ "მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო". დავით მიქაბერიძე საკუთარი ბიზნეს საქმიანობით არის დაკავებული.

სანამ დეპუტატის მანდატს მიიღებდა, ელისო ჩაფიძე გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადილე იყო. ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარ კანდიდატად ასე წარადგინა: "კარგად დააკვირდით, გასათხოვარია, ძალიან ლამაზია და კარგი პატარძალი იქნება".

ანა მარშანია

იხილეთ ასევე: ელისო ჩაფიძე გათხოვდა

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია