სამართალდამცველებმა ზუგდიდში აქციის 12 მონაწილე დააკავეს

სამართალდამცველებმა ზუგდიდში აქციის 12 მონაწილე დააკავეს

სამართალდამცველებმა ზუგდიდში აქციის 12 მონაწილე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შსს-ს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის 12 მონაწილე დააკავეს.

დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს.

ზუგდიდში გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მორიგი ტურის დაწყების წინ, პარტიის მოწინააღმდეგეებმა საპრეზიდენტო კანდიდატებს ბოთლები და ქვები დაუშინეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ