დავით ბაქრაძე - პოლიტიკური შეხედულება ქვებისა და ბოთლების სროლით არ გამოიხატება

დავით ბაქრაძე - პოლიტიკური შეხედულება ქვებისა და ბოთლების სროლით არ გამოიხატება

საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეხედულება ქვებისა და ბოთლების სროლით არ გამოიხატება. როგორც დავით ბაქრაძემ ბათუმში, საპრეზიდენტო პრაიმერის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ზუგდიდში გუშინ მომხდარი ფაქტი მიუღებელია. მისივე თქმით, 100-ლარიანი ჯარიმის გამოწერით ქვეყანაში სიტუაცია ვერ დალაგდება,

"პოლიტიკური შეხედულების გამოხატვის უფლება ყველას გააჩნია, მაგრამ პოლიტიკური შეხედულება არ გამოიხატება ქვებისა და ბოთლების სროლით, არ გამოიხატება განსხვავებული შეხედულების ადამიანების ფიზიკური დევნით. რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, აბსოლუტურად მოუღებელია. ძალიან საგანგაშოდ მიმაჩნია ის, რომ ყველა დაკავებული გამოუშვეს დღეს 100-ლარიანი ჯარიმის საფასურად. თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში ძალადობისა და ქვების სროლის ფასი არის 100 ლარი, მაშინ ვერასდროს ქვეყანაში ვერ დალაგდება სიტუაცია და ვერ გადავალთ ნორმალურ, ცივილიზებულ დიალოგზე", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ პოლიციას მადლობა გადაუხადა კარგი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან უნდა მოდიოდეს სიგნალი, რომ ძალადობა არის მიუღებელი და დასჯადი.

"ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი არა მხოლოდ იმით, რომ პოლიცია მუშაობს და სხვათა შორის დღესაც და გუშინაც პოლიციამ კარგად იმუშავა და მე მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ პოლიციის მუშაობა არის არა მხოლოდ ის, რომ ადამიანები განაცალკევოს, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მოდიოდეს სიგნალი, რომ ძალადობა არის მიუღებელი და დასჯადი", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" რიგით მეხუთე საპრეზიდენტო პრაიმერი ბათუმის "შერატონში" უკვე დაიწყო. სასტუმროს მიმდებარედ კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ერთი ადამიანი დააკავეს. "შერატონთან" მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა