შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

ჯერჯერობით ახალი მოწმე ვინაობის გამხელას ერიდება, ამიტომ "კვირის პალიტრას" საქმის ახალი გარემოებების შესახებ გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ესაუბრა:

- ახალი მოწმე ყოფილი პოლიციელია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა და სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა მეგის ქარდავასთან, კოხტა კოდუასა და თენგიზ გუნავასთან. მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მეგის ქარდავამ პოლიციელს, რომელიც დღეს მთავარი მოწმეა, თბილისში მკვლელობის ორგანიზება დაავალა, სამეგრელოდან ორი სპეცრაზმელი უნდა ჩამოეყვანა. დედაქალაქში მათ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" მითითებებს მისცემდა. მკვლელობის იარაღი მოწმეს პირადად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე კოხტა კოდუამ გადასცა. მოწმემ დაარწმუნა დამკვეთები, რომ დავალებას შეასრულებდა, თუმცა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მკვლელობა აერიდებინა თავიდან.

- არ იფიქრა იმაზე, რომ თუ არ შეასრულებდა, შეიძლება თავი დაეკარგა?

- მეც მიკვირს, როგორ გადაურჩა ამ ჯალათებს. როგორც თავად ამბობს, ამის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყეს და სხვა დავალებებიც მისცეს. იმისთვის, რომ ასეთი დავალებებიც არ შეასრულა, თენგიზ გუნავამ, რომელიც იმ დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი იყო, სასიკვდილოდ სცემა. გუნავა მეგის ქარდავასა და სხვებთან ერთად ორგანიზებას უწევდა მამაჩემის მკვლელობას.

- დღეს თუ არიან სამეგრელოს პოლიციაში ის პირები, რომლებიც შარაძის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ?

- დღეს არაერთი მუშაობს სამეგრელოს პოლიციაში მაღალ თანამდებობებზე. ჯერ არ მინდა მათი გვარების დასახელება, იქნებ თავად თქვან, რაც იციან. თუ არ იტყვიან, მე დავასახელებ. ვინ მონაწილეობდა მამაჩემის მკვლელობის დაგეგმვაში, იცის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმაც.

- რა იყო მკვლელობის საფუძველი?

- მამაჩემი მოკლეს მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით. ციხეში ოქრუაშვილის მძღოლს გოჩა ჩიხლაძეს დათა ახალაია გამოუტყდა, მე ის კაცი ვარ, რომელმაც პირადად დაგეგმა და შეასრულა გურამ შარაძის მკვლელობაო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ