"ცეკვავენ ვარსკვლავების" უკრაინელმა ქორეოგრაფებმა ჯვარი გერგეტის სამებაში დაიწერეს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" უკრაინელმა ქორეოგრაფებმა ჯვარი გერგეტის სამებაში დაიწერეს

შემოდგომაზე ტელეკომპანია "იმედზე" პოპულარული შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყება. მოცეკვავეებთან კვლავაც უკრაინელი ქორეოგრაფები - დიმიტრი დიკუსარი და ალიონა შოპტენკო იმუშავებენ, რომლებიც წინა ორი სეზონის მანძილზე ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, დიდი მონდომებით მუშაობდნენ. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ დიმიტრიმ და ალიონამ ჯვარი საქართველოში დაიწერეს. როგორც ალიონა ამბობს, საქართველო საკუთარი ქვეყანასავით უყვარს, აქ თავი სახლში ჰგონია.

წყვილმა გადაწყვიტა, ჯვრისწერის ცერემონია ყაზბეგში, გერგეტის სამების ტაძარში გამართულიყო (ზღვის დონიდან 2200 მეტრზე). საგულისხმოა, რომ ჯვრისწერის ცერემონიამ ქართულ ენაზე ჩაიარა. მოკლედ, უკრაინელმა ქორეოგრაფებმა ქორწინებით გაამყარეს საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც წლების წინ დაიწყო. თუმცა ამ ყველაფერს მანამდე არასერიოზულად უყურებდნენ და თან არც ასაჯაროებდნენ. რადგანაც როგორც ალიონა ამბობს, - "პირადი ცხოვრება არის პირადი და არა საზოგადო. ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ ადამიანების რიცხვს, ვინც პირად ცხოვრებას ამზეურებს. თან, არ გვინდოდა, ვინმეს თვალი გვცემოდა... ".

ჯვრისწერის ადგილზე დიდხანს არ უფიქრიათ, თუმცა უჩვეულო და ორიგინალური რომ უნდა ყოფილიყო ცერემონიალი, ეს ნამდვილად უნდოდათ. იმის გამო, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკი აქვს, ალიონამ საპატარძლო კაბა, პრაქტიკულად, ქორწილის დღეს ნახა და მოზომვის გარეშე ჩაიცვა.

ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ დიმიტრიმ და ალიონამ სტუმრები ქართული კერძებით დახუნძლულ სუფრასთან მიიწვიეს და მათი ოჯახის სადღეგრძელოც ქართული ღვინით შეისვა. მოცეკვავეების ქორწილში, რა თქმა უნდა, იყო ცეკვაც. პროფესიონალი წყვილის განუმეორებელმა ნომერმა სტუმრები ცრემლებამდე აღაფრთოვანა. ალიონას და დიმიტრის მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგნი არ ყოფილან, ის კი არა, ახალდაქორწინებულებს ბინაც კი აჩუქეს.

ალიონა და დიმა საქორწინო მოგზაურობაში გემით საბერძნეთში გაემგზავრნენ, შემდეგ კი შრი-ლანკაში მიდიან, როგორც ამბობენ, ეგზოტიკა უყვართ.

ლალი ფაცია

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია