რას ედავებიან სომეხი მეცნიერები ქართველებს

რას ედავებიან სომეხი მეცნიერები ქართველებს

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია უძველესი ქართული ტაძრების რესტავრაციის პროცესი, რომელიც აქამდე ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობდა. რესტავრაციის შესახებ ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ლორე-ტაშირში, ამჟამად სომხეთის ფარგლებში მოქცეულ მიწაზე ქობაირის წმინდა გიორგის სახელობის XII საუკუნის ტაძარი ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა მოინახულა. ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი წესების დარღვევით უკვე რესტავრირებულია მონასტრის კომპლექსში შემავალი სამრეკლოს გუმბათი. "ამის გამო სამრეკლო გასომხურებულია", - აცხადებს მთვარისა თარხნიშვილი.

ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დებედას ხეობაში, ძნელად მისასვლელ ადგილზე, მთის წვერზე მდებარეობს. XI საუკუნის ძეგლი აშენებიდან ორი საუკუნის შემდეგ ძლიერ მიწისძვრას დაუნგრევია. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების და ტურისტების აღტაცებას იწვევს ქართული და ბიზანტიური ტრადიციებით შექმნილი უნიკალური ფრესკები და ეპიტაფია-წარწერების სიმრავლე. ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელისა და მისი ოჯახის საძვალეა. ქართულ წარწერებშიც სწორედ მათი სახელებია მოხსენიებული, კერძოდ, ივანე, შანშე, ბერი პიმენი, შალვა, ვაჰრამი და თამარ მხარგრძელები. ასევე თამარის მეუღლე სულა გურკენელი, სარდალ ჯაყელის ასული რუსუდანი, მხარგრძელთა მეღვინეთუხუცესი ივანე და მისი მეუღლე გურჯი-ხათუნი, შანშე მხარგრძელის მწიგნობართუხუცესი მათე და მისი მეუღლე თეონა. მიუხედავად ამისა, სომეხ მეცნიერთა ერთი ნაწილი დღემდე ედავება ქართულ მხარეს, რომ ქობაირი (ასევე ახტალის ტაძარიც) სომხურია. ამიტომაც ქართველ მეცნიერთა აზრით, სახიფათოა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ძეგლის რესტავრირება, რადგან შესაძლოა, ნებსით თუ უნებლიეთ, ტაძრის წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წაიშალოს ან გადაკეთდეს.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების რესტავრაციის საკითხზე ქართული და სომხური მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია. შეხვედრის შედეგებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლთა აღნუსხვისა და პასპორტიზაციის სამსახურის უფროსს გიორგი გაგოშიძეს ვესაუბრეთ.

- სომხეთის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, გადმოგვეცემა ქობაირის მონასტრის არქიტექტურული და ფრესკების სარესტავრაციო პროექტები და საჭიროების შემთხვევაში საშუალება გვექნება, შევასწოროთ. რესტავრაციაზე პროფესიონალი იტალიელი სპეციალისტები იმუშავებენ.

- როგორც ამბობენ, ამავე ტაძრის სამრეკლოს გუმბათი გასომხურებულია და ბევრგან ჩუქურთმებიც არის მოშლილი.

- მიწისძვრისგან დანგრეული სამრეკლოს ფანჩატური, სვეტები, კაპიტელები იქვე ეყარა. ახლა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს. თუ ვინმეს იქ რაიმე არაქართულად მოეჩვენა, ეს რეგიონული ხუროთმოძღვრების ნიშნებია, მას ამ დარგის ვიწრო სპეციალისტები კარგად ცნობენ. როგორც ქართლური და კახური ხუროთმოძღვრება განსხვავდება ერთმანეთისგან, ლორე-ტაშირის ქართული ტაძრებიც შეიცავს სხვა ქართული ტაძრებისგან განმასხვავებელ ნიშნებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია