ე­ლი­სო ჩა­ფი­ძის მე­უღ­ლე ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რია

ე­ლი­სო ჩა­ფი­ძის მე­უღ­ლე ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რია

გა­სულ შა­ბათს, ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა ელი­სო ჩა­ფი­ძემ და ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძემ გე­ლა­თის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი. რო­გორც ­ირ­კვევა, არ­ცთუ შო­რე­ულ წარ­სულ­ში და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძე სას­ჯელ­საც იხ­დი­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მის ად­ვო­კატ თა­მარ აბე­სა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ ჯო­ნი გი­გა­ნის ნა­თე­სა­ვი­ა, იმ­ხა­ნად მას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და სა­ვაჭ­რო კომ­პლექს "მორ­კი­ნალ­ში" დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ერთ დი­ლას სამ­სა­ხურ­ში მი­მა­ვალ მი­ქა­ბე­რი­ძეს სა­მო­ქა­ლა­ქო­ფორ­მი­ან­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ყა­ჩა­ღე­ბი­ვით გზა გა­და­უ­კე­ტეს და მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვეს. მი­ქა­ბე­რი­ძე მათ არ და­ე­მორ­ჩი­ლა და კარ­გა­დაც მო­იქ­ცა, თო­რემ უთუ­ოდ ნარ­კო­ტი­კული და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი გახ­დე­ბო­და (­პო­ლი­ცია ამ­ტკი­ცებ­და, ვი­თომ­და მიაწოდეს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ მი­ქა­ბე­რი­ძეს ნარ­კო­ტი­კე­ბი ჰქონ­და). ჩათ­ვა­ლა, რომ კრი­მი­ნა­ლურ ჯგუფ­თან ჰქონ­და საქ­მე, გა­არ­ღვია მან­ქა­ნე­ბის კორ­დო­ნი და მი­აღ­წია სამ­სა­ხუ­რამ­დე, "მორ­კი­ნალ­თან" მი­სუ­ლი კი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და ხე­ლე­ბი ას­წი­ა. ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის "ფაქ­ტი" რომ ჩა­უ­ვარ­დათ, ეს ადა­მი­ა­ნი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს ორი ნაკ­ლე­ბად­მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის­თვის - პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა. პოლიციაში მას აი­ძუ­ლებ­დნენ ეთა­ნამ­შრომ­ლა და მის­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი პი­რის­თვის და­ე­დო ხე­ლი, პო­ლი­ცი­ას საქ­მე რომ მის­ცე­მო­და. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ სას­ტი­კად ნა­ცე­მი მი­ქა­ბე­რი­ძე სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­მო­უშ­ვეს, ბრა­ლი კი 2 თვის შემ­დეგ წა­რუდ­გი­ნეს ­მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რა­ზეც მი­ქა­ბე­რი­ძემ უა­რი გა­ნაცხ­ა­და, ამ­ბობ­და, რომ მარ­თა­ლი იყო.

სასამართლომ უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძეს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად გლდა­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს, შემ­დეგ კი რუს­თავ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას იან­ვარ­ში ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ასევე: ელისო ჩაფიძის ქორწილში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა

იხილეთ ვიდეო: ელისო ჩაფიძის ჯვრისწერა გელათში - პოლიტიკური ელიტა ცერემონიაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია