ელდარ შენგელაია - მეშინია "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი

ელდარ შენგელაია - მეშინია "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი

"ზურაბ ჟვანია რომ მოკლული იყო, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ეს ამბავი დამალეს, მაგრამ არ იციან უგნურებმა, ამ ქვეყნად რომ არაფერი იმალება?!... ბიბლიაშია ნათქვამი - ყოველივე რაც დამალულია, ხილულ იქმნებაო... რა თქმა უნდა, მწყინს და მივსტირი ზურაბ ჟვანიას, იმიტომ რომ ზურა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ის გახლდათ ჩემი მასწავლებელი პოლიტიკაში"... - ამბობს ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც გარდაცვლილ მეგობარს ფილმს მიუძღვნის.

- ბატონო ელდარ, როგორც ვიცი, ფილმის გადაღებას იწყებთ, რომელიც თქვენს პოლიტიკურ წარსულს მიეძღვნება...

- ფილმის გადაღებისთვის საჭირო თანხებს კულტურის სამინისტრო დაგვპირდა და იმედი გვაქვს, მალე ყველაფერი მოგვარდება... ფილმის პირობითი სათაურია "სკამი" და ასეთი შინაარსი აქვს: - ყოფილი მინისტრი ახალი არჩევნების შემდეგ აღარ აირჩიეს, არადა, მას ისევ სურს პოლიტიკაში ყოფნა და არ სჯერა, რომ თავს ასეთი რამ დაატყდა. ჯერ კიდევ სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობს და ვინაიდან ახალ ხელისუფლებაში აღარ აირჩიეს, კანონის მიხედვით უნდა დაცალოს აგარაკი. მას მეუღლე ჰყავს, რომელსაც იმდენად დიდი გავლენა აქვს ქმარზე, რომ ფაქტიურად ის არის მინისტრი. ცოლი რასაც ეტყვის, მეუღლე ასრულებს, ცოლს კი არ სურს სამთავრობო აგარაკის დატოვება. ბოლოს რაღაც გარდატეხა იქნება ყოფილი მინისტრის ბუნებაში და იგი (დასაწყისში იქნება ეპიზოდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ლტოლვილები მინისტრს თხოვნით მიმართავენ, მაგრამ ის არავითარ ყურადღებას არ აქცევს და გამოყრის კიდევაც შენობიდან) გარდაიქმნება. მინდა, ადამიანური ისტორია იყოს. ამიტომაც საბოლოოდ მექრთამე მინისტრი ნორმალურ ადამიანად გადაიქცევა. მიხვდება, დამნაშავე რომ იყო და ცოდვა ჩაიდინა...

- ჩვენი ქვეყნის მომავალს როგორ უყურებთ. ცნობილია, რომ თქვენი ძმის - გიორგი შენგელაიას პოზიცია ამ მხრივ ძალიან უიმედოა.

- სიმართლე გითხრათ ვიზიარებ ჩემი ძმის პოზიციას. ძალიან ბევრს მოველოდით, მაგრამ ეკონომიკა ჯერჯერობით ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არ ჩანს ახალი ძალა. ახალგაზრდობას რომ შეექმნა ახალი პარტია, აუცილებლად მხარს დავუჭერდი. მომავალი ახალგაზრდობისაა, მაგრამ ასეთი პარტია რატომღაც არ იქმნება. ძალიან მეშინია, "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, მერე ერთმანეთთან არ დაიწყონ ბრძოლა და სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია