რა შე­ემ­თხვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თვით­მფრი­ნავს

რა შე­ემ­თხვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თვით­მფრი­ნავს

ბო­ლო ორი თვე­ა, ინ­ტენ­სი­უ­რად და­იწყო ლა­პა­რა­კი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ტექ­ნი­კუ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმა­ზე, რომ ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა. პირ­ვე­ლი, ვინც ამის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო და შემ­დგომ ეს თე­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აი­ტა­ცეს. 14 მა­ისს მო­რი­გი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და: "გუ­შინ მქონ­და თათ­ბი­რი ეკო­ნო­მი­კურ ჯგუფ­თან და ძა­ლი­ან ფარ­თოა სპექ­ტრი, რი­თაც არის და­კა­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო. მა­გა­ლი­თად, არის აე­რო­პორ­ტის თე­მა, რო­მელ­საც მარ­თავს თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია TAV-ი, ასაფ­რე­ნი ზო­ლი არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი. მე თვი­თონ დავ­ფრი­ნავ ბევრს და რამ­დენ­ჯერ­მე და­ე­ნარ­ცხა თვით­მფრი­ნა­ვი, თან ისე­თი ხმა აქვს... რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც არ უნ­და წახ­ვი­დეთ, ასე­თი ზო­ლით არ სარ­გებ­ლო­ბენ, ას­ფალ­ტი იყ­რე­ბა". "ტა­ვორ­ჯი­ა­ში" აღი­ა­რეს, რომ ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ნახ­ლდეს მე­ო­რე ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ა.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხ­ა­დე­ბენ, რომ ამ თე­მა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უკ­ვე გვე­ცო­დი­ნე­ბა, რა გზით მოხ­დე­ბა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. მოკ­ლედ, ცხა­დი­ა, რომ ამ თე­მა­ზე ყუ­რადღ­ე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა სწო­რედ პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და. რო­გორც სან­დო წყა­როს­გან შე­ვიტყ­ვეთ, ამის მი­ზე­ზი უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი­ა, ვიდ­რე ეს გახ­მა­ურ­და. საქ­მე ის არის, რომ ერ­თ-ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას თვით­მფრი­ნავს, რო­მელ­შიც პრე­მი­ე­რი და სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, დაშ­ვე­ბი­სას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა. ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად კი დას­რულ­და, მაგ­რამ მომ­ხდარ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა და მო­ითხ­ო­ვა გარ­კვე­უ­ლი­ყო, რა და რო­გორ მოხ­და. სა­ბო­ლოო დას­კვნით, შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის მი­ზე­ზი სწო­რედ ასაფ­რე­ნი ზო­ლი იყო.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა