შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიამ კოჩილაძის მკვლელობის საქმე გახსნა, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
"22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილა, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს 19.22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი საზღვარს ტოვებს - შსს-ს ვიდეომასალა