გიორგი ჯიღაური - აფხაზეთში ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს

გიორგი ჯიღაური - აფხაზეთში ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში მავთულხლართების ნაცვლად ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გიორგი ჯიღაურმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელმაც ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.

მისივე განმარტებით, მიწათხრილების სიღრმე 170 - 180 სმ, სიგანე კი 3-5 მეტრია.

"ოკუპაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწათხრილები შემდეგ სოფლებს შორის ფიქსირდება: ოტობაია-განმუხური-ორსანტიას მონაკვეთი, ნაბაკევი-ხურჩას მონაკვეთი, თაგილონი-შამგონას მონაკვეთი და თაგილონი-ჭუბურხინჯის მონაკვეთი. დღევანდელი მონაცემებით, მიწათხრილების საერთო სიგრძე 3 კილომეტრია, ოკოპაციის საერთო სიგრძე კი 85 კილომეტრამდე", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც კომისიის სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტექნიკით მუშაობენ რუსი სამხედროები.

ამასთან, გიორგი ჯიღაურის თქმით, მავთულხლართების გაბმის პროცესის დაწყების დღიდან ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ფორმატში მუდმივად დგას.

"რა თქმა უნდა, ჩვენმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული პროცესი და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ შეჩერება. ასევე, აღნიშნული საკითხი განხილულია ჟენევის დისკუსიების 23-24 რაუნდებზე. გარდა ამისა, ივნისში ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც არსებული მდგომარეობა გავაცანით", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?