მამა თეოდორე: ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ არიან ღირსეულებიც

მამა თეოდორე: ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ არიან ღირსეულებიც

"ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, უნდათ, რომ მღვდლები კრიმინალებად შერაცხონ და მათ კომუნისტური მეთოდებით გაუსწორდნენ" - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე. როგორც უკვე ცნობილია, 10 აგვისტოს, სასულიერო პირების უკვე ორჯერ გადავადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტან დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ საკითხებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" მამა თეოდორე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერიუდან:

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი სასულიერი პირი, თავისი ქმედებით მათ აძლევს საბაბს და თავადვე უწყობს ხელს ეკლესიისა და მღვდლების დისკრედიტაციას?

- რა თქმა უნდა, ეკლესიაში არის მანკიერებები. ადრე არათუ მღვდლად კურთხევა, სემინარიაში ჩაბარებაც კი ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. მერე როგორც იცით, კომუნისტების დროს ყველაფერი აირია... საბჭოთაკავშირის პერიოდში სპეციალური განყოფილება იყო, რომელიც სასულიერო სემინარიას აკონტროლებდა. მაშინ ძალიან ბევრი აგენტი დანერგეს სამღვდელო პირებს შორის. მათ მიერ დანერგილი აგენტები მოწოდებით მღვდლები და ეკლესიის მსახურნი ვერ იქნებოდნენ. ამ ხალხის მცირე ნაწილი კიდევ შემორჩენილია... აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ეკლესიაში სიარული და მღვდლებზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად ხარისხის ხარჯზე მათი რიცხვი გაიზარდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ ბევრი ღირსეულიც არის, რომელთა კეთილი საქმეებზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. ხალხი მხოლოდ იმას იგებს, თუ რომელიმე მღვდელი უკეთურობას ჩაიდენს. რა ვქნათ კეთილისმქნელი მღვდლების პიარს ხომ ვერ დავიწყებთ? სხვათა შორის, 17 მაისს საბოლოოდ ყველაფერი რომ მშვიდობით დამთავრდა ამაში დიდი წვლილი სასლიერო პირებსაც მიუძღვით. მათ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინეს ხალხის რისხვას. რატომღაც ამაზე არავინ არაფერი თქვა, მხოლოდ ის გაიგო მთელმა ქვეყანამ, რომ ორმა მღვდელმა თავი ვერ შეიკავა და არამართებულად მოიქცა. ეკლესიის მტრებს კოზირი ჩაუვარდათ ხელში და ახლა გამარჯვებას ზეიმობენ. მათი გამარჯვება დროებითია, ეკლესიაზე კალიგულამ და ნერონმა ვერ გაიმარჯვეს და...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია