გიგი უგულავა - ახალ უმრავლესობას უფლება აქვს თბილისის საკრებულოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს

გიგი უგულავა - ახალ უმრავლესობას უფლება აქვს თბილისის საკრებულოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს

ახალ უმრავლესობას უფლება აქვს თბილისის საკრებულოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ის ამ პროცესს მხოლოდ თვალყურს ადევნებს.

"დღეს იქ შეიკრა ახალი უმრავლესობა, რომელსც შეუძლია და უფლება აქვს ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და ხელახლა დააკომპლექტოს კომიტეტები. მე ამ პროცესს მხოლოდ თვალყურს ვადევნებ და საჭიროდ არ ვთვლი ჩემი მხრიდან ჩარევას, რადგან მერი და მერია არის ცალკე არჩევითი ორგანო", - განაცხადა უგულავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას იტყვის ყოფილ თანაგუნდელ ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურაზე, მერმა უპასუხა, რომ "არაფერს".

26 ივლისს, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება, სადაც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს და 13 კომისიის თავმჯდომარეს აირჩევენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა