"ქართული ოცნების" მიერ დარღვეული კანონი თუ "ნაციონალური" ინტრიგა?!

"ქართული ოცნების" მიერ დარღვეული კანონი თუ "ნაციონალური" ინტრიგა?!

"გადატრიალება თბილისის საკრებულოში" - ასე შეაფასეს საკრებულოში მომხდარი ამბავი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების - "თავისუფალი ზონისა" და "დროას" აქტივისტებმა. საკრებულოს უმრავლესობას უმცირესობა სასამართლოში უჩივის, არასამთავრობო ორგანიზაციები კი საპროტესტო აქციებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იმუქრებიან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, საკრებულოში რიგგარეშე სხდომა სრულიად არალეგიტიმურად, იურიდიული ლაფსუსებით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ახალშექმნილი უმრავლესობის წევრებმა რიგგარეშე სხდომა ჩაატარეს, რომელზეც თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ყველა კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს. საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რომლებზეც ფრაქცია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია უპასუხებს.

- ბატონო ზაზა, რა აუცილებლობით იყო განპირობებული რიგგარეშე სხდომის ჩატარება და რატომ გადააყენეთ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კომისიის თავმჯდომარეები?

- თუ რეგლამენტისა და საკრებულოს მუშაობისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე იურიდიული ნორმის დარღვევაზე შეიძლება საუბარი, ეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებზე შეიძლება ითქვას. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ, თბილისის საკრებულოს 23-მა დეპუტატმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს და ის ვალდებული იყო, 7 დღის ვადაში დაენიშნა სხდომა. ამის ნაცვლად, ნორმის დარღვევით, საკრებულოს თავმჯდომარემ ამ ვადის მიღმა, ერთი კვირის გახანგრძლივებით, 24 ივლისისთვის შემოგვთავაზა სხდომის გამართვა. თავმჯდომარეს თარიღებზე კი არ უნდა ევაჭრა, არამედ იმ ვადებში უნდა დაენიშნა სხდომა, როგორც ამას რეგლამენტი და საკრებულოს წევრთა ერთ მესამედზე ბევრად მეტი ითხოვდა. ეს მისი ვალდებულება იყო, ახალი თარიღის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კი - მათი ტაქტიკური სვლა, რასაც არ წამოვეგეთ და რეგლამენტის სრული დაცვით, თავად დავნიშნეთ რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მოხდა სრულიად ბუნებრივი რამ - მმართველმა ჯგუფმა, ახალმა უმრავლესობამ, ძალაუფლებას ჩამოაშორა ოპოზიციაში გადასული ძალა, რაც სრულიად ჩვეულებრივი ქმედება იყო ჩვენი მხრიდან.

- თქვენ განაცხადეთ, რომ "ნაციონალებისთვის" სხდომის ლეგიტიმურობა დამოკიდებული იყო იმაზე, მოხდებოდა თუ არა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. რა მოთხოვნები ჰქონდათ მათ? 

- ერთ-ერთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ის იყო, რომ 19 ივლისის სხდომაზე ერთდროულად არ მომხდარიყო კომისიების თავმჯდომარეების გადარჩევა და ახლების დანიშვნა. ასეთ შემთხვევაში ისინი სხდომის მუშაობაში მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ეს თხოვნა შევუსრულეთ (რაც ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა, სასწრაფოდ გადაგვენაწილებინა ვინმესთვის თანამდებობები), მათ მაინც დაარღვიეს პირობა.

- კომისიის თავმჯდომარეების პოსტზე ვინ განიხილებიან? 

- ადამიანები, რომლებიც ახალ უმრავლესობას შეადგენენ. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ ხალხს, ვინც წლებია, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპოზიციაში ჩემთან ერთად არიან, მიეღო შესაბამისი თანამდებობები და ბერკეტები, საქმის საკეთებლად.

- რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს იმ დეპუტატების გადაწყვეტილებები, რომლებიც საკრებულოში სხვა პარტიების პროპორციული სიებით შემოვიდნენ და დღეს სხვა ფრაქციებში არიან?

- სიტყვა "ლეგიტიმური" ამ შემთხვევაში სამართლებრივ შინაარსს ატარებს, ხოლო სამართლებრივ-იურიდიული მხარე არ არის კავშირში ამ ადამიანების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. ყველა გადაწყვეტილება არის და იმედს გამოვთქვამ, მომავალშიც იქნება კანონთან შესაბამისობაში.

- როგორ აფასებთ ყოფილი "ნაციონალების", ნიკო ხაჩირაშვილისა და ირაკლი შიხიაშვილის გადაწყვეტილებებს, ახალ ინტერპარტიულ უმრავლესობაში გადასვლასთან დაკავშირებით? 

- საქმე ის გახლავთ, რომ ვინმეს სადმე გადასვლას არ წყვეტს ერთი რომელიმე პიროვნება. ხაჩირაშვილმა და შიხიაშვილმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს და დარწმუნებული ვარ, ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ გადაწყვეტილებაზე. ხშირად ვიყავი ნიკო ხაჩირაშვილის ოპონენტი, როცა ის "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო, რადგან კურსი, რომელსაც ეს ორგანიზაცია ატარებდა, ჩემთვის მიუღებელი იყო. თუმცა სავსებით შესაძლებელია, ადამიანებმა გადახედონ საკუთარ ქმედებებს, პოზიციებს და აღმოაჩინონ ისეთი რამ, რაც ცვლილებას საჭიროებს.

- როგორ შეგიძლიათ საზოგადოება დაარწმუნოთ, რომ საკრებულოში ბრძოლა თანამდებობების გადანაწილებისთვის კი არ მიმდინარეობს, არამედ - საქმის გაკეთების სურვილით?

- თქვენი გამოცემის საშუალებით მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე, ზაზა გაბუნია ახალი უმრავლესობის ფორმირებაში მონაწილეობას ვიღებ იმ განცდით, რომ ახალი უმრავლესობა იქნება უფრო პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი მოსახლეობის მიმართ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გამართლებული იყოს ახალი უმრავლესობის ფორმირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი არ ეკუთვნის მხოლოდ "ქართულ ოცნებას", რადგან აქ ჩვენთან ერთად სხვა პარტიების წარმომადგენლებიც არიან, ვიტოვებ იმედს, რომ გვექნება ურთიერთგაგება ყველაზე მთავარში, - მრავალჯერ იმედგაცრუებული თბილისელების გვერდით დგომის საქმეში.

- მაინც რა ცვლილებების განხორციელებას ჰპირდებით თბილისელებს?

- უმთავრესი ყურადღება დაეთმობა 2014 წლის ბიუჯეტის მოსახლეობის ინტერესების მიხედვით ფორმირების საკითხს. დადგა დრო, საბიუჯეტო ფული თბილისელების საჭიროების მიხედვით დაიხარჯოს. ამასთან, ვიმუშავებთ ყველა პრიორიტეტულ საკითხზე: მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობასა თუ ქალაქის განვითარებაზე.

- თქვენ უკვე მერის იმპიჩმენტზეც დაიწყეთ საუბარი. ამის გაკეთების საშუალება სამართლებრივად თუ გაქვთ?

- ვფიქრობთ, რომ გიგი უგულავას იმპიჩმენტის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. ამის განხორციელებისთვის მართლაც არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა. კანონში - "დედაქალაქის შესახებ" საერთოდ არ არსებობს მუხლი მერის იმპიჩმენტის შესახებ. ამიტომ საჭიროა, რომ ხსენებულ კანონში გაჩნდეს ეს მუხლი და ჩანაწერი. ამის შემდეგ, იქნება თუ არა ის გამოყენებული, ეს სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური საკითხიცაა, რადგან საკრებულოს წევრებმა უნდა გადავწყვიტოთ. აქვე მინდა გამოვეხმაურო ჩემი ოპონენტების განცხადებას. ისინი ამბობენ, მერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება თითქოს იმიტომ არ შეიძლება, რომ ის პირდაპირი წესით არის არჩეული. ეს განცხადება არა მხოლოდ სამართლებრივად და პოლიტიკურად არის არაადეკვატური, არამედ - მორალურადაც, რადგან ამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ, დაავიწყონ მოსახლეობას, რომ პრეზიდენტიც პირდაპირი წესით არის არჩეული, მაგრამ მის მიმართ იმპიჩმენტის შესაძლებლობა არსებობს იმის მიუხედავად, რომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირია, რადგან არა ერთი ქალაქის, არამედ - საერთო-ეროვნულ არჩევნებში არის არჩეული.

P.S. ჩვენ ბატონ ზაზასთან კიდევ გვქონდა კითხვები... გვაინტერესებდა ისიც, რამდენად მართებულად მიიჩნევდა დამარცხებული პარტიიდან გამარჯვებულ გუნდში გადასვლას. ასევე გვინდოდა, მისგან მოგვესმინა, თავად რა მოტივით დატოვა "ქრისტიან-დემოკრატები", თუმცა ბატონმა ზაზამ დროის უქონლობის გამო ამ კითხვებზე ვეღარ გვიპასუხა.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა