დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვი: "დი­ახ, მეც მე­ჭი­რა ხელ­ში ავ­ტო­მა­ტი"

დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვი: "დი­ახ, მეც მე­ჭი­რა ხელ­ში ავ­ტო­მა­ტი"

ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვი "ყვე­ლა სი­ახ­ლის" კითხ­ვებს პა­სუ­ხობს.

- რო­დე­საც აგვისტოს ომ­ზე სა­უბ­რო­ბენ, ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს რუ­სე­თის ფაქ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- ეს კა­ცი რო­გორ უნ­და შე­იყ­ვა­ნო შეც­დო­მა­ში? რა იყო ომის მი­ზა­ნი, ეს მას ჰკითხ­ეთ. თა­ვი­დან, 1990 წლი­დან უნ­და და­ვიწყ­ოთ გა­მო­ძი­ე­ბა და გა­ვარ­კვი­ოთ, რა მოხ­და ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის, ვინ იყო ამა­ში დამ­ნა­შა­ვე. დამ­ნა­შა­ვე ჩო­ჩი­ე­ვი იქ­ნე­ბა, სა­ნა­კო­ე­ვი, შე­ვარ­დნა­ძე, გამ­სა­ხურ­დი­ა, მი­შა თუ პუ­ტი­ნი, ყვე­ლა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნ­და და­ერ­ქვას. 1990 წელს ვინც იყ­ვნენ ცხინ­ვა­ლის ლი­დე­რე­ბი, ისი­ნი იყ­ვნენ კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ამა­ში გამ­სა­ხურ­დი­ას წვლი­ლი­ცა­ა, გუმ­ბა­რი­ძი­საც, ასე­ვე კუ­ლუმ­ბე­გო­ვი­სა თუ ჩე­ხო­ე­ვის. 1990 წელს გორ­ში ბან­დი­ტებ­მა ბი­ძა­ჩემს თა­ვი მო­აჭ­რეს. ვი­ცი, რომ იმ დროს ბევ­რი ოსი აწა­მეს, და ასეთ დროს რა უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა ცხინ­ვალ­ში?

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, არც თქვენ აკ­ლებ­დით ხელს, ავ­ტო­მა­ტით ხელ­ში დარ­ბო­დით ცხინ­ვალ­ში, ქარ­თვე­ლებს სახ­ლე­ბი­დან ყრი­დით და მათ სახ­ლებს ოსებს უფორ­მებ­დით. მარ­თა­ლი­ა?

- დი­ახ, მეც მე­ჭი­რა ავ­ტო­მა­ტი, ეს ჭო­რი არ არის, მაგ­რამ არა­ვინ მო­მიკ­ლავს და არც არა­ვინ გა­მო­მი­სახ­ლე­ბი­ა. ჩვენს ქუ­ჩა­ზე 5 ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და და მათ­თვის თი­თი არა­ვის და­უ­კა­რე­ბი­ა, ად­გი­ლობ­რივ ქარ­თვე­ლებს არა­ვინ ერ­ჩო­და.

- თქვე­ნი დედ­-მა­მა ცხინ­ვალ­ში დარ­ჩა საცხ­ოვ­რებ­ლად, ხომ არ ავიწ­როე­ბენ მათ?

- ახ­ლა აღარ, ომის დროს ავიწ­რო­ებ­დნენ, თავ­საც და­ეს­ხნენ. კო­კო­ი­თის წას­ვლის შემ­დეგ ჩაწყ­ნარ­და სი­ტუ­ა­ცი­ა. ორ­ჯერ დაწ­ვეს ჩვე­ნი სახ­ლი, მაგ­რამ მე­ზობ­ლებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­ტომ იყო ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ცხინ­ვა­ლის "მო­ფამ­ფა­ლე­ბულ" რე­ჟიმს და­ამ­ხობ­და და მე­რე თქვენ მო­გიყ­ვან­დათ სა­თა­ვე­ში? თქვენც გჯე­რო­დათ ამის?

- არ მჯე­რო­და, გა­მო­რიცხ­უ­ლი იყო რე­ჟი­მის შეც­ვლა. რუ­სე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბის ცხინ­ვალ­ში შეს­ვლას. ამ სა­კითხ­ზე მი­შას­თან ბევ­რჯერ მი­სა­უბ­რი­ა. რა­ტომ გას­ცა ცეცხ­ლის გახ­სნის ბრძა­ნე­ბა, მას უნ­და ჰკითხ­ოთ. არ ვი­ცი... პრე­ზი­დენ­ტი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა მეც იგი­ვე გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ისე, ყვე­ლამ თა­ვის ნა­მოქ­მე­დარ­ზე უნ­და აგოს პა­სუ­ხი. ის ვი­ცი, რომ მას რუ­სეთ­თან შე­რი­გე­ბა უნ­დო­და და პირ­ვე­ლი მი­სი ნა­ბი­ჯი, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, იყო ის, რომ პირ­და­პირ მოს­კოვ­ში ჩაფ­რინ­და და არა ამე­რი­კა­ში. იმა­ზე უნ­და დავ­ფიქ­რდეთ, რა ხდე­ბო­და პუ­ტინ­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს. მი­შა პუ­ტინ­თან იმი­ტომ წა­ვი­და, რომ ალ­ბათ რა­ღაც შეს­თა­ვა­ზა. იგი მას ომამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა, აქე­თაც ჩა­მო­დი­ოდ­ნენ რუ­სე­ბი. მე­რე მოხ­და რა­ღაც, ერ­თმა­ნე­თი ატყ­უ­ეს. მი­შა­ზე მე­ტად ამ ომ­ში პუ­ტი­ნია დამ­ნა­შა­ვე. მას რომ არ ნდო­მო­და, აგ­ვის­ტოს ომი არ იქ­ნე­ბო­და.

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, მარ­ნე­ულ­ში, კერ­ძოდ, სო­ფელ შა­უ­მი­ან­ში ოსე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბა პი­არსვლა იყო?

- ალ­ბათ, მაგ­რამ ეს მა­თი ნე­ბა-­სურ­ვი­ლით მოხ­და. რად­გან მე წა­მო­ვე­დი, ეს სხვებ­მაც მო­ი­სურ­ვეს, ჩვენ და­ვეხ­მა­რეთ მათ აქეთ გად­მოს­ვლა­ში. სა­ნამ სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, ჩემ­თან იყ­ვნენ, მათ ერ­თჯე­რა­დი კომ­პენ­სა­ცია მი­ვე­ცით და და­ვა­ბი­ნა­ვეთ. მათხ­ოვ­რე­ბი რომ არ არი­ან, ვი­ცი, მაგ­რამ ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით, რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლიც ცუ­დად ცხოვ­რობს. რაც მთა­ვა­რი­ა, სახ­ლი და ჭე­რი აქვთ.

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, მარ­თა­ლი­ა, რომ ომის შემ­დეგ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი კარ­გა ხანს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში გამ­ყო­ფებ­დნენ?

- არა, ეს ტყუ­ლი­ა. უბ­რა­ლოდ, რა როლ­საც ომის დროს ვას­რუ­ლებ­დი, ის აღარ მქონ­და, ასეთ პი­რო­ბებს თვი­თონ დრო კარ­ნა­ხობ­და.

- გახ­სოვთ, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პი­რე­ბა - ისე არ წა­ვალ, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა თუ არ აღ­ვად­გი­ნე­ო. თუმ­ცა მის საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და­ში ამას ვერ მო­ვეს­წა­რით. თქვენ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა?

- კარ­გი რა... ამ პრობ­ლე­მას ვერც ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დაჭ­რის, ამის­თვის დრო არ ეყო­ფა. რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რი­ა, ოსი და აფ­ხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ში და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ მათ­ზე უკეთ ვცხოვ­რობთ და რომ ცხოვ­რე­ბას­თან თუ კა­ნო­ნებ­თან უფ­რო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი გვაქვს. ამას დრო სჭირ­დე­ბა. ცხინ­ვალ­ში რომ მა­მა­ჩე­მი 400 დო­ლარს იღებს პენ­სი­ას და აქ 100 დო­ლა­რი­ა, რა­ტომ იფიქ­რებს ასე­თი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა­ზე?! თუ­კი რუ­სებ­თან სა­ერ­თო ენას გა­მოვ­ნა­ხავთ, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ერთ თვე­ში აღ­დგე­ბა, ეს რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მან თუ მო­ინ­დო­მა, მოგ­ვარ­დე­ბა. მეტ­საც ვიტყ­ვი, სა­ნამ პუ­ტი­ნი სა­თა­ვე­ში იქ­ნე­ბა, არა­ფე­რიც არ მოხ­დე­ბა.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა