რა­ტომ დუმს FBI

რა­ტომ დუმს FBI

ჯი­უ­ტად დუმს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო. უკ­ვე მე­რამ­დე­ნე დღე გა­ვი­და, მაგ­რამ ხმას არ იღე­ბენ. ერ­თა­დერ­თი, რაც თქვეს - კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ­თო, არა­და, ბა­ტონ ნორ­ლანდს აქამ­დე კო­მენ­ტა­რი არა­ფერ­ზე ეზა­რე­ბო­და, ხან მშვი­დი იყო, ხან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, ხა­ნაც აღ­შფო­თე­ბუ­ლი. ახ­ლა კი უბ­რა­ლოდ, დუმს. არა­და, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო რამ თქვა ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ფრი­ად სა­გუ­ლის­ხმო და სწო­რე­დაც რომ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი. სტუ­დენ­ტებ­თან და ე.წ. ექ­სპერ­ტებ­თან იმ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­ზეც თა­ვი იმი­თაც დაგ­ვა­მახ­სოვ­რა, რომ სტუ­დენტ გო­გო­ნას ლა­პა­რაკ­ში გა­მო­ა­ჯავ­რა, გა­ნაცხ­ა­და: "მინ­და გითხ­რათ, რომ 26 მა­ისს აქ FBI-ს ამე­რი­კელ­თა ჯგუ­ფი იჯ­და ჩვენს შს სა­მი­ნის­ტრო­ში. მი­ტინ­გის დაშ­ლის ყვე­ლა ეტაპს ადევ­ნებ­და თვალ­ყურს მო­ნი­ტო­რებ­ზე და ბო­ლოს და­წე­რა დას­კვნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყო კა­ნო­ნი­ე­რი". იქ­ვე ამა­ყად იკითხ­ა: "ი­ცო­დით ამის შე­სა­ხებ?" და ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ ამე­რი­კის სა­ელ­ჩო დუმს. არა­და, ამ ორი­ოდე თვის წინ გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" ამე­რი­კელ ჟურ­ნლის­ტთან და­ბეჭ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუს, რო­მელ­შიც ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბები­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გაქ­რო­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი და სა­დაც FBI-ს აგენ­ტიც იყო ნახ­სე­ნე­ბი, მე­ო­რე დღეს­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა,..

რას ცდი­ლობს ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი? შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ ეს მი­სი მო­რი­გი ტყუ­ი­ლი­ა, ან უბ­რა­ლოდ ცდი­ლობს აშშ-ს მი­ა­ნიშ­ნოს, თუ არ და­მეხ­მა­რე­ბით ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბა­ში, მზად ვარ, არა­ერ­თი კონ­ფი­დენ­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ვამ­ზე­უ­რო­ო. ან იქ­ნებ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამე­რი­კე­ლე­ბის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გაზ­რდას, რა­თა ამით ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი­დევ უფ­რო მე­ტი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას, მაგ­რამ მე მა­ინც ყვე­ლა­ზე მე­ტად ამე­რი­კე­ლე­ბის დუ­მი­ლი მაკ­ვირ­ვებს. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი­ა, ისი­ნიც ოდეს­ღაც დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად შე­რაცხ­ილ პრე­ზი­დენტს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლის მსგავ­სად, იმ­დე­ნად არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამ­დნენ, რომ პა­სუ­ხის ღირ­სა­დაც არ მი­იჩ­ნევ­დნენ. არა­და, იქ პრე­ზი­დენ­ტმა ისიც თქვა, პუ­ტინ­მა ივა­ნიშ­ვილს ჩე­მი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მის­ცა­ო. იმის მაგ­ივ­რად, რომ ამას სკან­და­ლი მოჰ­ყო­ლო­და, მხო­ლოდ მხი­ა­რუ­ლი ღრ­იან­ცე­ლი და ქი­ლი­კი მოჰ­ყვა. "რაც მო­გი­ვა და­ვი­თა­ო, ყვე­ლა შე­ნი თა­ვი­თა­ო."

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" ამო­მა­ვალ­მა მზემ, დე­პუ­ტატ­მა გო­გა ხა­ჩი­ძემ ამა­ვე ქსე­ლის სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა: "ამ ხუმ­რო­ბა-­მა­ი­მუ­ნო­ბა­ში ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გახ­დეს".

მგო­ნი, ამათ ის უფ­რო უნ­და ადარ­დებ­დეთ, "ხუმ­რო­ბა-­მა­ი­მუ­ნო­ბა-­მატ­რა­ბა­ზო­ბა­ში" რომ უახ­ლოვ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ფი­ნიშს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა