ემუქ­რე­ბა თუ არა ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს საფ­რთხე

ემუქ­რე­ბა თუ არა ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს საფ­რთხე

ვიდ­რე ევ­რო­პე­ლე­ბი კა­მა­თო­ბენ, უწო­დონ თუ არა ეგ­ვიპ­ტე­ში დაწყ­ე­ბულ სის­ხლი­ან მოვ­ლე­ნებს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში მსხვერ­პლთა რიცხ­ვი დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს არე­უ­ლო­ბა წლე­ვან­დელ ტუ­რის­ტულ ზაფ­ხულ­ზე, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ­ჟა­მად ეგ­ვიპ­ტის სა­ხელ­გან­თქმულ კუ­რორ­ტებ­ზე? - ვე­სა­უბ­რე­ბით შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს, ტე­ლე­წამ­ყვან ხა­ტია შა­მუ­გი­ას, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და ქა­ლაქ ხურ­გა­და­დან.

- ეგ­ვიპ­ტის ამ საზღ­ვაო კუ­რორ­ტზე ყოფ­ნი­სას არა­ნა­ი­რი საფ­რთხე, და­ძა­ბუ­ლო­ბა არ მიგ­რძნი­ა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბიც მშვე­ნივ­რად ის­ვე­ნებ­დნენ, იახ­ტ-კლუბ­შიც ვი­ყა­ვი, იახ­ტით გა­ვი­სე­ირ­ნეთ კი­დეც.

თბი­ლი­სი­დან ახ­ლობ­ლე­ბი, 15 კა­ცი ვი­ყა­ვით, თვით­მფრი­ნა­ვის სა­ლო­ნიც სავ­სე იყო. თბი­ლი­სი-­ხურ­გა­და ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი­ა. იახ­ტ-კლუბ­ში სხვა ქარ­თვე­ლე­ბიც შეგ­ვხვდნენ, ვი­საც გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, არა­ვის ეში­ნო­და.

ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებ­თან ნაკ­ლე­ბად გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, არც მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი სა­უბ­რობ­და პო­ლი­ტი­კა­ზე, მარ­თა­ლი გითხ­რათ, თბი­ლი­სი­დან უფ­რო ბევ­რი მი­რე­კავ­და ამ თე­მა­ზე, ღე­ლავ­დნენ და იქა­უ­რი ამ­ბე­ბიც აინ­ტე­რე­სებ­დათ. არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი არ გვიგ­რძნი­ა, რე­კო­მენ­და­ცი­ას ვე­რა­ვის გა­ვუ­წევ, ყვე­ლამ თვი­თონ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, უნ­და თუ არა ასეთ გა­რე­მო­ში დას­ვე­ნე­ბა.

- სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, ეგ­ვიპ­ტე­ში გამ­გზავ­რე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვონ. თქვენ გარ­შე­მო თუ არი­ან ისე­თე­ბი, ვინც ეგ­ვიპ­ტე­ში წას­ვლა გა­და­ი­ფიქ­რა?

- ეს გან­ცხა­დე­ბა მე­ტი უსაფ­რთხო­ე­ბის­თვის გა­კეთ­და, დამ­სვე­ნებ­ლებს მო­უ­წო­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით წი­თე­ლი ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე - შარ­მ-ალ­-შე­იხ­ში, ტა­ბა­ში ნუ წახ­ვალ­თო, იქ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ა. ესეც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და შარ­მ-ალ­-შე­იხ­ში არ წავ­სულ­ვარ. ხურ­გა­და­ში, ქა­ლაქ­ში ხში­რად არ გავ­დი­ო­დით, ისიც გვირ­ჩი­ეს, კავ­ში­რი გვქო­ნო­და ჩვენს სა­კონ­სუ­ლოს­თან, სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­გა­ნაც თა­ვი შეგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა.

- ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ­მა ფორ­სმა­ჟო­რულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ მომ­სა­ხუ­რე­ბა არ გა­ა­ი­ა­ფა, ფა­სე­ბი არ შემ­ცირ­და?

- ეგ­ვიპ­ტე­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი, ამი­ტომ შარ­შან­დელ ფასს ვერ შე­ვა­და­რებ, თუმ­ცა, იქ ძალ­ზე შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფა­სე­ბი­ა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ჩვენ­თან ერ­თად ოჯა­ხით ის­ვე­ნებ­და იმ ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი, რომ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბი­თაც ვი­სარ­გებ­ლეთ, ასე რომ, არა­ვის შეგ­ვში­ნე­ბი­ა.

- უსაფ­რთხო­ე­ბის ზო­მე­ბი კუ­რორ­ტზე გამ­კაც­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა?

- არა, არა­ფე­რი მიგ­რძნი­ა. სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რია შე­მო­საზღ­ვრუ­ლი­ა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცალ­კე იმ­პე­რიაა და ბავ­შვებს აუზ­ზე თა­ვი­სუფ­ლად ვუშ­ვებ­დით. რა თქმა უნ­და, ყველ­გან სიმ­შვი­დე რომ ყო­ფი­ლი­ყო, კა­ი­რო­შიც წა­ვი­დო­დით, ალექ­სან­დრი­ა­საც და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით; ამ მხრივ, რა თქმა უნ­და, შე­ვიზღ­უ­დეთ და მხო­ლოდ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლეთ, თო­რემ ეგ­ვიპ­ტე­ში იმ­დე­ნი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­ა! შექ­მნი­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია მა­ინც მოქ­მე­დებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია