ბიძინა ივანიშვილი - "სასიამოვნო იქნებოდა, თუ კონდოლიზა რაისი ჩემს მრჩევლობას იტვირთებდა"

ბიძინა ივანიშვილი - "სასიამოვნო იქნებოდა, თუ კონდოლიზა რაისი ჩემს მრჩევლობას იტვირთებდა"

ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა, ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც კონდოლიზა რაისია, თუ ჩემს მრჩევლობას იტვირთებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინფორმაცია, თითქოს კონდოლიზა რაისი მის მრჩევლად ინიშნება, ახლახან შეიტყო.

ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა, ასეთი პოლიტიკოსი, როგორიც კონდოლიზა რაისია, თუ მრჩევლობას იტვირთებდა. მე მივესალმებოდი და მადლობასაც გადავუხდიდი", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ როგორც მას უთხრეს, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით არის ცდომილება.

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონდოლიზა რაისი პრემიერის მრჩევლად ინიშნება, პრესაში გავრცელდა. როგორც ცნობილია, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები თედო ჯაფარიძე და თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში კონდოლიზა რაისს შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა