"ბა­თუ­მი­დან თბი­ლი­სამ­დე 9000-მდე წარ­წე­რაა არა­სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე"

"ბა­თუ­მი­დან თბი­ლი­სამ­დე 9000-მდე წარ­წე­რაა არა­სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე"

ერ­თი ინ­გლი­სუ­რი სიტყ­ვის არას­წო­რად და­წე­რის­თვის ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფილ პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ტო­ნი ბლერს სა­ხელ­მწი­ფო ენის უცო­დინ­რო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტს კი იტა­ლი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას მი­ა­ნიშ­ნეს, რომ ან თა­ვის სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე ესა­უბ­რა, ან იტა­ლი­უ­რად. ფაქ­ტი­ა, რომ დღემ­დე ქარ­თულ ენას სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი არ უკა­ვი­ა, არც სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი და ფუნ­ქცი­ე­ბია გან­საზღ­ვრუ­ლი. რა წე­რია "სა­ხელ­მწი­ფო ენის შე­სა­ხებ" კა­ნონ­პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­თა ერ­თმა ჯგუფ­მა ახ­ლა­ხან შექ­მნა? - ამ სა­კითხ­ზე კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევ­რ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- დღეს ქარ­თუ­ლი ენის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შო­ა, არა­ერთ სფე­რო­ში, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კის, გა­რი­გე­ბე­ბის სფე­რო­ში მი­სი უფ­ლე­ბე­ბი იზღ­უ­დე­ბა. ბა­თუ­მი­დან თბი­ლი­სამ­დე რომ გა­მოვ­ყვეთ, 9.000-მდე წარ­წე­რაა არა­სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე, მათ შო­რის, თურ­ქულ­ზე, ინ­გლი­სურ­ზე და სხვ. ენა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ერ­თ-ერ­თი ქვა­კუთხ­ე­დი­ა. კა­ნონ­პრო­ექ­ტში ნათ­ქვა­მი­ა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი - სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი, მი­ღე­ბე­ბი, სხდო­მე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე უნ­და წა­რი­მარ­თოს. გა­მომ­სვლე­ლებს არა­ვინ უკ­რძა­ლავს სხვა ენა­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე თარ­გმნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს. სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე უნ­და სა­უბ­რობ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ხში­რად არ­ღვევ­და და არ­ღვევს ამ წესს, რი­თაც სხვებს ცუდ მა­გა­ლითს აძ­ლევს.

- რო­გორ აწეს­რი­გებს კა­ნონ­პრო­ექ­ტი სხვა­დას­ხვა­ე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რე­ბის პრობ­ლე­მას?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო და არა­სა­ხელ­მწი­ფო ენებ­ზე გად­მო­ცე­მი­სას სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტექ­სტი უნ­და მო­თავ­სდეს მარ­ცხნივ (ზე­ვით), ხო­ლო არა­სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტექ­სტი - მარ­ჯვნივ (ქვე­ვით). მოთხ­ოვ­ნა ეხე­ბა შრიფ­ტსაც, - არა­სა­ხელ­მწი­ფო­ე­ნო­ვა­ნი შრიფ­ტი ზო­მით არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბულ შრიფტს.

- რაც შე­ე­ხე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბის ენას, რო­მე­ლიც ხში­რად ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი­ა, ასე­ვე სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის ენას?

- ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნ­და გა­დაჭ­რან, არის სა­ხელ­წო­დე­ბა, რომ­ლის თარ­გმნა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ყვე­ლა სიტყ­ვას თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტს" ქარ­თუ­ლად სრუ­ლად ვერ თარ­გმნი, "მა­რი­ო­ტი" ბრენ­დი­ა, გა­მო­დის, რომ უცხ­ო­უ­რი ტექ­სტი სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე უნ­და და­წე­რო... არ ვარ ისე­თი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბის მომ­ხრე, რო­გო­რიც არის "მე­ტე­ხი პა­ლა­სი", რა­ტომ არა "სას­ტუმ­რო მე­ტე­ხი" ან სხვა? ქარ­თვე­ლი რომ წა­ი­კითხ­ავს, ში­ნა­არ­სი გა­სა­გე­ბი უნ­და იყოს. ერ­თა­დერ­თი, რაც არ ითარ­გმნე­ბა, ეს ლო­გოს ტი­პის სიმ­ბო­ლუ­რი წარ­წე­რე­ბი­ა, რაც უკ­ვე ფირ­მის ნი­შა­ნი­ა. კა­ნო­ნით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ეს­ტრში სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე შე­ი­ტა­ნე­ბა. სიტყ­ვი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის ენაც ქარ­თუ­ლი უნ­და იყოს, არც ენობ­რივ ნორ­მებს უნ­და ამა­ხინ­ჯებ­დეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია