რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დის ყვე­ლა­ზე მე­ტი ფუ­ლი

რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დის ყვე­ლა­ზე მე­ტი ფუ­ლი

სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხ­ო­ეთ­ში წა­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ბევ­რი რამ თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა: ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მო­ხუ­ცებს ან ბავ­შვებს უვ­ლი­ან, მა­მა­კა­ცე­ბიც უმ­ძი­მეს სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ მწირ ფა­სად. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ადა­მი­ა­ნებს ელო­დე­ბი­ან შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნა­ხავთ დე­და ან მა­მა, და ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თან­ხით არ­სე­ბო­ბენ.

"რომ არა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და მათ მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლი, ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბო­და", - ამ­ბობს ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თსუ­-ის პრო­ფე­სო­რი თე­მურ ბე­რი­ძე:

- 2007 წლი­დან 2012 წლის ჩათ­ვლით, ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან იზ­რდე­ბო­და და 2012 წელს მი­ლი­არდ 334 მი­ლი­ონ ამე­რი­კულ დო­ლარს მი­აღ­წი­ა. ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბას აქვს რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც. ჯერ ყუ­რადღ­ე­ბა და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ: ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იზ­რდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის ზრდას. პლუ­სია ისიც, რომ კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბაა ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც ამ თან­ხის გარ­და შე­მო­სავ­ლის წყა­რო არა აქვთ. ამა­ვე დროს, გზავ­ნი­ლე­ბის წყა­ლო­ბით ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის ფუ­ლის მა­სა, რაც ეკო­ნო­მი­კის გა­მო­ცოცხ­ლე­ბას იწ­ვევს. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნუ­სებს: ემიგ­რან­ტე­ბის ძი­რი­თა­დი მა­სა 25-50 წლამ­დე ასა­კი­სა­ა, ანუ ეს არის აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლა, რო­მე­ლიც და­აკ­ლდა სა­ქარ­თვე­ლოს და უცხ­ო­ეთ­ში შრო­მობს. შემ­დე­გი მი­ნუ­სია ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უთა­ნას­წო­რო­ბა ჩნდე­ბა: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ იმ ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი, რომ­ლის წევ­რიც უცხ­ო­ეთ­ში ცხოვ­რობს, უფ­რო მე­ტი­ა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის პლუ­სე­ბი გა­და­წო­ნის მი­ნუ­სებს, მაგ­რამ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა იქით უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი, რომ ქვე­ყა­ნა აღარ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი უცხ­ო­ურ გზავ­ნი­ლებ­ზე.

- იმ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი შე­მო­დის, პირ­ველ ად­გილ­ზე კვლავ რუ­სე­თი­ა.

- სა­ერ­თოდ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტი თან­ხა გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში აშ­შ-ი­დან იგ­ზავ­ნე­ბა, აშ­შ ამ მხრივ პირ­ველ ად­გილ­ზე­ა, მე­ო­რე­ზე კი სა­უ­დის არა­ბე­თია - იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბიც სო­ლი­დურ თან­ხას გ­ზავ­ნი­ან თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში. მიმ­ღებ ქვეყ­ნებს შო­რის კი ინ­დო­ე­თი და ჩი­ნე­თი ლი­დე­რო­ბენ, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია და შე­სა­ბა­მი­სად, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მა­ღა­ლი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე მე­ტი გზავ­ნი­ლი შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დის: პირ­ველ ად­გილ­ზე რუ­სე­თი­ა, შემ­დეგ მო­დის სა­ბერ­ძნე­თი და თურ­ქე­თი, შემ­დეგ კი - ევ­რო­პა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. თუ მიგ­რან­ტი მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, მას შე­უძ­ლია უფ­რო მე­ტი თან­ხა გა­მო­გ­ზავ­ნოს სამ­შობ­ლო­ში. ასე რომ, აშ­შ-ში მცხოვ­რებ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს უფ­რო მე­ტი თან­ხის გად­მოგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ა, ვიდ­რე რუ­სეთ­ში მცხოვ­რებს, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი­ა. ეს ტენ­დენ­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და დღემ­დე არ შეც­ვლი­ლა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია