ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ა - "ჩე­მი გუ­ლის­თვის თი­კამ პრო­ფე­სი­ულ ცეკ­ვას და­ა­ნე­ბა თა­ვი და სტუ­დი­ის მი­ტო­ვე­ბას ვერ გა­და­ი­ტანს?"

ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ა - "ჩე­მი გუ­ლის­თვის თი­კამ პრო­ფე­სი­ულ ცეკ­ვას და­ა­ნე­ბა თა­ვი და სტუ­დი­ის მი­ტო­ვე­ბას ვერ გა­და­ი­ტანს?"

"წა­მი­კითხ­ავს - რა უნ­დო­და ფა­ჩუ­ლი­ას "მი­ლუ­ო­კი­ში", გა­და­სუ­ლი­ყო ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის მებ­რძოლ კლუბ­ში­ო"

მას შემ­დეგ, რაც "მი­ლუ­ო­კი ბაქ­სთან" სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხე­ლი, ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ უსა­უბ­რი­ა. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა "ხა­რირ­მებ­ში" (ინ­გლი­სურ ენა­ზე "ბაქს" სწო­რედ ხა­რი­რემს ნიშ­ნავს. - ავტ.) გა­დას­ვლის მი­ზე­ზებ­ზეც ილა­პა­რა­კა, ატ­ლან­ტა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზეც, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბულ წევრ ლუკ ზე­ლერ­ზეც და ზა­ზას უც­ნა­ურ თვი­სე­ბებ­სა და მი­სი მე­უღ­ლის სტუ­დი­ა­ზეც კი...

- რო­გორც კი პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი დად­გა და სატ­რან­სფე­რო ფან­ჯა­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა, "ატ­ლან­ტის" ყო­ფილ­მა და "მი­ლუ­ო­კის" ამ­ჟა­მინ­დელ­მა მწვრთნელ­მა ლა­რი დრი­უმ და­მი­რე­კა - ძა­ლი­ან მინ­და, ისევ ჩემს გუნ­დში ითა­მა­შო და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თე­ბო... რვა წე­ლი­ა, დრი­უს ვიც­ნობ, პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­თა­მა­შედ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის თვალ­წინ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი და ეს ზა­რი ჩემ­თვის ბევრს ნიშ­ნავ­და. ლა­რის­თან ლა­პა­რა­კი­დან თხუთ­მეტ წუთ­ში "ნი­უ­-ი­ორკ ნიქ­სი­და­ნაც" და­მი­რე­კეს, თუმ­ცა, მათ უფ­რო მცი­რე ბი­უ­ჯე­ტი აქვთ და გუ­ლის სიღ­რმე­ში, იქ თა­მა­ში თა­ვი­დან­ვე გა­მოვ­რიცხ­ე. ჩემს აგენტს "პორ­ტლენ­დი­დან", "სან ან­ტო­ნი­ო­დან", "კლივ­ლენ­დი­დან" და "შარ­ლო­ტი­და­ნაც" და­უ­რე­კეს...

- არა­ერ­თხელ გით­ქვამს, რომ ატ­ლან­ტა შე­ნი სახ­ლი­ა. ჯორ­ჯი­ე­ლებს იგი­ვე პი­რო­ბე­ბი რომ შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, ალ­ბათ, "ქო­რებ­ში" დარ­ჩე­ბო­დი...

- რა თქმა უნ­და... ვკითხ­ეთ კი­დეც, რას ფიქ­რობ­დნენ, მაგ­რამ პი­რო­ბებ­ში ისე­თი სხვა­ო­ბა იყო, არ მი­ღირ­და დარ­ჩე­ნა... სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­თა­მა­შის­თვის ფი­ნან­სურ მხა­რე­საც დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამი­ტო­მაც, მი­მაჩ­ნი­ა, რომ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. თუმ­ცა, სა­დაც უნ­და ვი­თა­მა­შო, აშ­შ-ში ჩე­მი სახ­ლი მა­ინც ატ­ლან­ტა იქ­ნე­ბა, ამე­რი­კე­ლე­ბის­თვი­საც "ატ­ლან­ტას­თან" ვა­სო­ცირ­დე­ბი... ახალ კონ­ტრაქტს ხომ მო­ვა­წე­რე ხე­ლი, მაგ­რამ ისე ვარ მიჩ­ვე­უ­ლი ატ­ლან­ტას, ბო­ლომ­დე ჯე­რაც არ მჯე­რა, რომ იქ აღარ ვი­თა­მა­შებ... რვა წე­ლი ცო­ტა არ არის. ზო­გი­ერ­თი მო­თა­მა­შე რვა სე­ზონს სა­ერ­თოდ ვერ ატა­რებს NBA-ში, მე კი ერთ კლუბ­ში ვი­თა­მა­შე. ატ­ლან­ტა­ში, მო­ე­დან­ზეც და მის გა­რე­თაც, ბევ­რი კარ­გი რამ მოხ­და. სხვა რომ არა­ფე­რი, ჩე­მი სა­მი­ვე შვი­ლი ამ ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და...

- "მი­ლუ­ო­კი­ში" მხო­ლოდ ხელ­ფა­სის­თვის ხომ არ წა­სულ­ხარ? არა­ერ­თხელ გით­ქვამს, რომ ისეთ გუნ­დში გინ­და თა­მა­ში, რო­მელ­საც ფლე­ი­-ოფ­ში თა­მა­შის ამ­ბი­ცია აქვს, რომ არ გინ­და, მა­ჩან­ჩა­ლა კლუბ­ში მხო­ლოდ ფუ­ლის­თვის თა­მა­შობ­დე...

- სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვა­ა... ბევ­რგან წა­მი­კითხ­ავს - რა უნ­დო­და ფა­ჩუ­ლი­ას "მი­ლუ­ო­კი­ში", გა­და­სუ­ლი­ყო ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის მებ­რძოლ კლუბ­ში - "მა­ი­ა­მი­ში", "ოკ­ლა­ჰო­მა­ში" ან "სან ან­ტო­ნი­ო­ში­ო"... ვი­თომ "ბაქ­სი" რა­ტომ არ არის ფლე­ი­-ო­ფის გუნ­დი?! მით უმე­ტეს, შარ­შა­ნაც ითა­მა­შა და ნამ­დვი­ლად არ არის ისე­თი მა­ჩან­ჩა­ლა, მა­გა­ლი­თად, "შარ­ლოტ ბობ­ქეთ­სი" რომ იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- ცეკ­ვის სტუ­დი­ას, რო­მე­ლიც შენს მე­უღ­ლეს ატ­ლან­ტა­ში აქვს, მი­ლუ­ო­კი­ში ხომ არ გა­და­ი­ტანთ?

- უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კი არა აქვს - ჰქონ­და (ი­ცი­ნის)... სხვა­თა შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბი მი­ლუ­ო­კი­შიც არი­ან და უმე­ტე­სო­ბას კარ­გად ვიც­ნობთ. თი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, ჩე­მი გუ­ლის­თვის პრო­ფე­სი­ულ ცეკ­ვას და­ა­ნე­ბა თა­ვი და სტუ­დი­ის მი­ტო­ვე­ბას ვერ გა­და­ი­ტანს?! (ი­ცი­ნის).

- ბო­ლო დღე­ე­ბი­ა, ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბის ქვეშ ხარ. ყვე­ლა­ზე ხში­რად რას გე­კითხ­ე­ბი­ან?

- სა­ნამ კონ­ტრაქტს გა­ვა­ფორ­მებ­დი, თქვე­ნი ატ­ლან­ტე­ლი კო­ლე­გე­ბი მე­კითხ­ე­ბოდ­ნენ, ხომ არ გა­და­ი­ფიქ­რე­ბო - მა­თაც უნ­დო­დათ "ატ­ლან­ტა­ში" დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი... ბო­ლო დღე­ებ­ში კი­დევ უფ­რო ცხა­დად ვიგ­რძე­ნი, რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ აქა­უ­რებს. ერთ-ერ­თმა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ტწიტ­ტერ­-ზე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი რამ მომ­წე­რა - ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბას ვიწყ­ებ, ზა­ზას კონ­ტრაქ­ტი რომ გა­მო­ვის­ყი­დო და "ატ­ლან­ტა­ში" დავ­ტო­ვო­ო... ასე­თი რა­ღა­ცე­ბის კითხ­ვა უნ­და შევ­წყვი­ტო, თო­რემ ასე­თი გზავ­ნი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავს ვე­კითხ­ე­ბი - შეც­დო­მა ხომ არ და­ვუშ­ვი... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ატ­ლან­ტე­ლებს არ და­ვა­ვიწყ­დე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ქო­მა­გე­ბის მი­ტო­ვე­ბა მი­ჭირს. მწვრთნე­ლიც შე­მიც­ვლი­ა, გუნ­დის მე­ნე­ჯე­რიც, პი­რა­დი აგენ­ტიც კი, მაგ­რამ ასე­თი გუ­ლის­წყვე­ტა არას­დროს მქო­ნი­ა... ატ­ლან­ტა ისევ ჩე­მი სახ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ ვხე­დავ­დი ტრი­ბუ­ნა­ზე. თუმ­ცა, რო­ცა სე­ზო­ნი და­იწყ­ე­ბა და "მი­ლუ­ო­კის" თა­მა­შებ­ში ჩა­ვებ­მე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც "ხა­რირ­მე­ბის" ქო­მა­გე­ბის გუ­ლის მო­გე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა...

- რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი და­გეგ­მილ­ზე სწრა­ფი ტემ­პით მი­დის, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­ნი თა­მა­ში მა­ინც გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა...

- უფ­ლის წყა­ლო­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის, მაგ­რამ სა­სექ­ტემ­ბროდ რომც ვი­ყო ფორ­მა­ში, ნაკ­რებ­ში მა­ინც ვერ ვი­თა­მა­შებ - სა­ნაკ­რე­ბო გა­ნაცხ­ა­დი ხომ უკ­ვე გაგ­ზავ­ნი­ლი­ა... ვეც­დე­ბი, სლო­ვე­ნი­ა­ში მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სით მა­ინც ჩა­ვი­დე.

- უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბულ მო­თა­მა­შეს შენს პო­ზი­ცი­ა­ზეც იმა­ტებს. ლუკ ზე­ლერ­ზე რი­სი თქმა შე­გიძ­ლი­ა?

- მას­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცი, ზე­ლე­რის ძმებს უფ­რო კარ­გად ვიც­ნობ და ვი­ცი, რომ ძლი­ე­რი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან. ერ­თი "კლივ­ლენ­დში" თა­მა­შობს, მე­ო­რე "შარ­ლოტ­ში". რო­გორც გა­ვი­გე, ლუკ­საც უთა­მა­შია "ფი­ნიქ­სში", მაგ­რამ რო­გორც ჩანს, NBA-ში იმ­დე­ნი არ უთა­მა­ში­ა, რომ მახ­სოვ­დეს...

- ამ­დე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო პირ­ვე­ლად გაქვს. სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზის გარ­და, ყვე­ლა­ზე ხში­რად სად შე­იძ­ლე­ბა ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას ნახ­ვა?

- ვცდი­ლობ, ეს დრო გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბა­დაც გა­მო­ვი­ყე­ნო და ატ­ლან­ტა­ში "მას­ტე­რის" ხა­რის­ხის მი­სა­ღე­ბად ვემ­ზა­დე­ბი. სახ­ლი - ­დარ­ბა­ზი - ­სკო­ლა - ძი­რი­თა­დად, ასე­თია ჩე­მი დღის რე­ჟი­მი...

- ერ­თხელ მითხ­ა­რი - გას­ვლი­თი მატ­ჩი­დან რაც უნ­და დაღ­ლი­ლი დავ­ბრუნ­დე, ჯერ ჩე­მო­დანს ამო­ვა­ლა­გებ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­ძი­ნე­ბო... სხვა უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბაც გაქვს?

- უც­ნა­უ­რის რა გითხ­რათ, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მო­მავ­ლის დი­დი ხნით ად­რე და დე­ტა­ლუ­რად და­გეგ­მვას ვერ შე­ვე­გუ­ე. ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად, ბო­ლო დღეს მიყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, სას­ტუმ­როს ან ბი­ლე­თებ­საც ერ­თი­-ო­რი დღით ად­რე ვჯავ­შნი და ამის გა­მო ხში­რად ვზა­რა­ლობ კი­დეც (ი­ცი­ნის). ძვი­რი კი მიჯ­დე­ბა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, რო­ცა მინ­და, მა­შინ ვა­კე­თებ და კონ­კრე­ტულ თა­რი­ღებ­ზე არ ვარ "მიბ­მუ­ლი"...

რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია