82 წლის მო­ხუ­ცი 14 კა­ტას­თან ერ­თად ცხოვ­რობს

82 წლის მო­ხუ­ცი 14 კა­ტას­თან ერ­თად ცხოვ­რობს

82 წლის იუ­ლია სმირ­ნო­ვა თა­ვის კა­ტებს შვი­ლე­ბი­ვით უვ­ლის. ის მათ ექი­მებს ეძა­ხის და ამ ასა­კამ­დე მოღ­წე­ვას სწო­რედ ამ კა­ტებს უმად­ლის. უკ­ვე 16 წე­ლია მე­ე­ზო­ვედ მუ­შა­ობს და ეზო­შიც რამ­დე­ნი­მე კა­ტას პატ­რო­ნობს.

- რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ კა­ლი­ნინ­ში და­ვი­ბა­დე, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ოჯა­ხი მყავ­და. სახ­ლში ბევ­რი ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლი და ცხო­ვე­ლი გვყავ­და და ბავ­შვო­ბი­დან­ვე შე­მიყ­ვარ­და მა­თი მოვ­ლა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა წიგ­ნიც კი და­ი­წე­როს, იმ­დე­ნი რამ მაქვს გა­მოვ­ლი­ლი. მა­მა ომ­ში და­მე­ღუ­პა, დე­და - ავად­მყო­ფო­ბით, 6 წლით უმ­ცრო­სი და მყავ­და და ოჯახ­ში ყვე­ლა­ფერს მე ვა­კე­თებ­დი. ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მუ­შა იყო - ომის შემ­დეგ დან­გრე­უ­ლი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მოკ­ლედ, გავ­თხოვ­დი და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ვემ­გზავ­რეთ.

- თბი­ლის­ში ჩა­მოხ­ვე­დით?

- არა, კა­ხეთ­ში, ძა­ლი­ან კარ­გი დე­დამ­თი­ლი შემ­ხვდა, მარ­თლა დე­და­სა­ვით შე­მაყ­ვა­რა თა­ვი, მაგ­რამ მაზ­ლებ­მა და მათ­მა ცო­ლებ­მა ცხოვ­რე­ბა გა­მიმ­წა­რეს. ჩე­მი ქმა­რიც ზარ­მა­ცი იყო, მუ­შა­ო­ბა არ უყ­ვარ­და. კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ მე და ჩემს ქმარს სამ­სა­ხუ­რი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, მაგ­რამ ჩემ­მა ქმარ­მა არ ისურ­ვა. არ იმუ­შა­ვეთ და ქა­ლაქ­ში წა­დი­თო - გვი­პა­სუ­ხა თავ­მჯდო­მა­რემ. მა­შინ ზედ­მეტ ხალხს 3 წლით ქა­ლაქ­ში სა­მუ­შა­ოდ გზავ­ნიდ­ნენ. მას შემ­დეგ აქ ვარ. ქმარს 50-წლი­ა­ნი თა­ნაცხ­ოვ­რე­ბის მე­რე დავ­შორ­დი და ასე ცალ­-ცალ­კე ვცხოვ­რობთ, 2 შვი­ლი მყავს, მაგ­რამ ბი­ჭი მოს­კოვ­ში­ა, გო­გოს არ ვჭირ­დე­ბი. ვცხოვ­რობ მარ­ტო ჩემს კა­ტებ­თან ერ­თად, ესე­ნი ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან

- მე­ე­ზო­ვედ მუ­შა­ო­ბა რო­დი­დან და­იწყ­ეთ?

- უკ­ვე 16 წე­ლია აქა­უ­რო­ბას ვა­ლა­გებ. თა­ვი რა­ღა­ცით ხომ უნ­და მერ­ჩი­ნა? მა­ნამ­დე არაყს ვყი­დ­დი. ერ­თხე­ლაც ერ­თი კა­ცი მო­ვი­და და მითხ­რა, სამ­სა­ხუ­რი თუ გინ­და, დამ­ლა­გე­ბე­ლი გვჭირ­დე­ბა, ოღონდ მე­რე არაყს ვერ გა­ყი­დი­ო. გა­მი­ხარ­და და დავ­თან­ხმდი. მას შემ­დეგ ვა­ლა­გებ­დი შარ­დე­ნის და ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩებს, ახ­ლა ყო­ველ­დღე ამ ბაღ­ში ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს შრო­მა, უსაქ­მოდ ყოფ­ნა არ შე­მიძ­ლი­ა, თან ორ კა­პიკს ვშო­უ­ლობ, რომ ჩე­მი კა­ტე­ბი ვარ­ჩი­ნო.

- სულ რამ­დე­ნი კა­ტა გყავთ?

- სულ 14, 10 დი­დი და 4 კნუ­ტი.

- ამ კა­ტებ­მა რო­დი­დან და­ი­დეს თქვენ­თან ბი­ნა?

- ქუ­ჩა­ში პა­ტა­რა კნუ­ტებს რომ ვხე­დავ, მებ­რა­ლე­ბი­ან, რა ვქნა? ასე ვი­პო­ვე ტიგ­რი­კაც. სულ პა­წა­წი­ნა იყო, ჯი­ბე­ში ჩა­ვის­ვი და სახ­ლში წა­ვიყ­ვა­ნე, მე­რე ლე­დის გა­და­ვაწყ­დი. ყვე­ლა ჩე­მი კა­ტა მა­თი შთა­მო­მა­ვა­ლი­ა. ტიგ­რი­კამ 10 წე­ლი იცოცხ­ლა და ავად­მყო­ფო­ბამ მოკ­ლა. ლე­დის კი­ბო აღ­მოაჩ­ნდა, ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბო­და საწყ­ა­ლი და და­ვა­ძი­ნე, არ შე­მეძ­ლო მი­სი ტან­ჯვის­თვის მე­ყუ­რე­ბი­ნა. მარ­გუ­შაც შარ­დენ­ზე ვი­პო­ვე, სულ ფეხს ურ­ტყამ­დნენ. შე­მებ­რა­ლა, წა­მო­ვიყ­ვა­ნე, დავ­ბა­ნე, ტი­ლე­ბი­სა და რწყი­ლე­ბის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე და დღეს უკ­ვე 16 წლი­სა­ა.

- სა­მუ­შა­ო­დან დაბ­რუ­ნე­ბულს რო­გორ გხვდე­ბი­ან ოთხ­ფე­ხა ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

- ოო­ო, გა­აჩ­ნია რა ჩა­ი­დი­ნეს (ი­ცი­ნის). თუ რა­მე აქვთ და­შა­ვე­ბუ­ლი, გა­სა­ღე­ბის გაჩხ­ა­კუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ლო­გი­ნის ქვე­ვით იმა­ლე­ბი­ან და ხმას არ იღე­ბენ. თუ არა­და, კნა­ვი­ლით შე­მო­მეხ­ვე­ვი­ან ხოლ­მე. ჩემ­თვის შვი­ლე­ბი­ვით არი­ან, სახ­ლში მო­სულს ამა­თი თა­მა­ში და ყუ­რე­ბა მაძ­ლე­ბი­ნებს, მოვ­ლენ და მე­ფე­რე­ბი­ან ხოლ­მე. მე რომ 82 წლის ასაკ­ში ცოცხ­ა­ლი ვარ, ესეც მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, ისი­ნი ჩე­მი ექი­მე­ბი არი­ან. რო­გორც კი დავ­წვე­ბი, მა­შინ­ვე ერ­თი ფე­ხებ­ში და­მიწ­ვე­ბა, მე­ო­რე მხარ­ზე, მე­სა­მე თავ­ზე, თვი­თონ ხვდე­ბი­ან, რა მტკი­ვა და მა­თი სით­ბო წა­მა­ლი­ვით მშვე­ლის. წლე­ბია წნე­ვას არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ.

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია